1 – გამართეთ ვიდეო შეხვედრები და დისტანციური ღონისძიებები გუნდის წევრებთან ერთად

თუ თქვენ გიწევთ გუნდთან მუშაობა, რომლის წევრებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იმყოფებიან, შეგიძლიათ გამოიყენოთ Google Meet, რომელიც მოგცემთ საშუალებას მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან დაუკავშირდეთ სხვებს ნებისმიერი მოწყობილობით. შეუერთდით ვიდეო შეხვედრებს, მოიფიქრეთ იდეები, იმუშავეთ ჯგუფურ პროექტებზე, ჩაატარეთ ვირტუალური ღონისძიებები და სხვა.
ახლა უკვე ყველას შეუძლია ერთმანეთთან უპრობლემოდ დაკავშირება ზედმეტი მოგზაურობის ხარჯის გარეშე.

2 – ჩაატარეთ პრეზენტაციები დისტანციურად

როცა ადამიანთან პირადად შეხვედრა არ შეგიძლიათ, გამოიყენეთ Google Meet რათა წარადგინოთ თქვენი Google Slides, Google Docs და სხვა ფაილები ვიდეო შეხვედრით. თქვენ ასევე შეგიძლიათ ვიდეო შეხვედრების ჩაწერა, რათა ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა დროის ზონაში არიან, შეეძლოთ მათი მოგვიანებით ნახვა. სურვილის შემთხვევაში, დაამატეთ სუბტიტრები, რათა ვიდეოს ნახვა უხმოდაც შესაძლებელი გახდეს.

3 – დაარედაქტირეთ ჯგუფური დოკუმენტები რეალურ დროში

დოკუმენტების, ცხრილების, პრეზენტაციებისა თუ სხვა ტიპის ფაილების რედაქტირება თქვენს დისტანციურ გუნდთან ერთად გსურთ? არ არის საჭირო სხვადასხვა ფაილების რამდენჯერმე გაგზავნა იმეილზე. გამოიყენეთ Google Docs, Sheets, და Slides რათა ერთდროულად შეძლოთ ფაილების რედაქტირება რეალურ დროში. ასევე შეძლოთ ჩატის გამოყენება და კომენტარების სახით feedback-ის დატოვებაც. ცვლილებები ავტომატურად ინახება, რათა გუნდის წევრებმა დოკუმენტის განახლებული ვერსიები იხილონ.

4 – შეინახეთ, გააზიარეთ და გახსენით წვდომა კომპანიის რესურსებზე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

გსურთ მარტივი გზა თქვენი გუნდის რესურსების უსაფრთხოდ შესანახად და გასაზიარებლად? შეინახეთ თქვენი გუნდის ყველა ფაილი Google Drive -ში ან საერთო დისკებში ერთ საქაღალდეში და უპრობლემოდ გაიზიარეთ ისინი. როდესაც რომელიმე გუნდის წევრი ცვლილებას განახორიელებს, Drive გიჩვენებთ თუ რომელი ფაილი შეიცვალა. გუნდის წევრებს შეუძლიათ უსაფრთხოდ დაათვალიერონ უახლესი ფაილები ნებისმიერ მოწყობილობაში, ნებისმიერ დროს.

5 – გაავრცელეთ უახლესი ინფორმაცია ფართო ჯგუფებსა თუ გუნდებს შორის

ვებგვერდები მარტივი გზაა ფართო აუდიტორიისთვის ინფორმაციის გასაზიარებლად. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი აუდიტორია და აკონტროლოთ ფაილის რომელი განახლებები ქვეყნდება. თქვენი ორგანიზაციისა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი კონტენტის შესაქმნელად, შექმენით Google Sites ვებგვერდი და დააიმპორტირეთ Drive– დან Docs, Sheets, Slides და სხვა ფაილები. დოკუმენტები, ცხრილები და პრეზენტაციები ასევე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია იმისათვის, რომ თქვენი გუნდი მუდმივად საქმის კურსში იყოს. გაზიარების პარამეტრების მრავალფეროვნება თქვენი აუდიტორიის ზომების შესაბამისად არის ხელმისაწვდომი.

6 – გაამარტივეთ კომუნიკაცია გუნდის საფოსტო ჩამონათვალის საშუალებით

ერთი და იმავე ფაილის სხვადასხვა გუნდის წევრებთან გჭირდებათ, მაგრამ ისინი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში იმყოფებიან? გახადეთ მარტივი კომუნიკაცია Google Groups email list -ის შექმნით. ამ შემთხვევაში, ყველა მათგანისთვის ინდივიდუალურად ფაილის გაგზავნის ნაცვლად რესურსების გაზიარება ჯგუფურად შეგიძლიათ.

7 – მართეთ პროექტის გეგმები და გრაფიკი

გუნდური პროექტებისა და გრაფიკების თვალყურის დევნება რთულია, განსაკუთრებით მაშინ როცა ვადები იცვლება ან ბოლო წუთს ახალი დავალება ემატება . უკეთესად მოემზადეთ თქვენი გუნდის მუშაობის ორგანიზებისათვის დინამიური Google Sheets პროექტის გეგმით. გუნდის წევრებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ პირდაპირ განაახლონ თავიანთი პროგრესი რეალურ დროში, ელ.ფოსტისმრავალჯერადი გამოყენების გარეშე. ერთ პროექტზე ყოველი გუნდის წევრის წვდომით დავალებების დაორგანიზება და შეხვედრების დაგეგმვა ბევრად მარტივი და კომფორტულია. ამასთან, რეალურ დროში სხვების უკუკომუნიკაციის ნახვაც შესაძლებელია.

8 – დარჩით ორგანიზებულებული გუნდური კალენდრის გამოყენებით

როცა თქვენი გუნდის წევრები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში იმყოფებიან და სხვადასხვა სასაათო ზონაში მუშაობენ, შეხვედრების დროების დაორგანიზება საკმაოდ რთული პროცესია. Google Calendar-ის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ შეხვედრების თარიღების ისე ორგანიზება, რომელიც ყველა თქვენი გუნდის წევრის თავისუფალ დროს შეესაბამება. არაერთი გუნდური კალენდრის შექმნა შეგიძლიათ, სწორედ იმისათვის, რათა თვალყური ადევნოთ გუნდის წევრების სხვა შეხვედრებს, ტრენინგებს, არდადეგებს და სხვა. ახლა, როდესაც თქვენ იცით, როდის არიან თქვენი კოლეგები თავისუფალი, მარტივად შეგიძლიათ შეხვედრების დროის დაგეგმვა.

9 – გააძლიერეთ თქვენი გუნდის წევრები პროექტისა თუ გუნდისთვის განკუთვნილი ციფრული ოთახებით

წაახალისეთ გუნდის წევრები Google Chat -ით კომუნიკაციით. ახლა ყველას მარტივად შეუძლია ერთმანეთთან კომუნიკაციის დამყარება, პროექტის იდეების გაზიარება, შეხედულებების დაფიქსირება და სხვა. შექმენით ძლიერი საზოგადოება.

შექმენით Google Chat Room -ები გაანაწილეთ დავალებები

10 – შეაგროვეთ ინფორმაცია გუნდის წევრებისა ან მომხმარებლებისაგან

გსურთ შეაგროვოთ ინფორმაცია ადამიანების ფართო ჯგუფებისგან, როგორებიცაა შიდა გუნდები ან გარე კლიენტები? Google Forms– ით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ და გაანალიზოთ კვლევები თქვენს მობილურსა თუ ბრაუზერში. შექმენით მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა, მიიღეთ მათგან ფიდბექები დოკუმენტების შესახებ, გაგზავნეთ სწრაფი გამოკითხვები და ა.შ. – თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ შეტყობინებები მეილზე, როცა თქვენ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხებენ. გააანალიზეთ კვლევის შედეგები და შეაჯამეთ მონაცემები ცხრილებისა და გრაფიკებით Forms ან Sheets-ის გამოყენებით.

0.3 min read / Published On: January 28th, 2021 / Categories: Google Workspace, Uncategorized /

გამოიწერე სიახლეები

გამოიწერე სიახლეები Google, Microsoft, Zoho და Synology NAS სერვერების შესახებ

Thank you for your message. It has been sent.
There was an error trying to send your message. Please try again later.

Add notice about your Privacy Policy here.