კორონავირუსმა გვაიძულა, გავმხდარიყავით კრეატიულები და მოგვეძებნა ახალი გზები, თუ როგორ დაგვემყარებინა კომუნიკაცია კოლეგებთან, მომხმარებლებთან და პარტნიორებთან. ციფრული ერის წყალობით, რომელშიც ვცხოვრობთ, არაერთი საშუალება გვაქვს, რომ დავრჩეთ აქტიურები და დავუკავშირდეთ საჭირო ადამიანებს ვიდეო ზარებით. მაშინ, როცა ამდენი საშუალება არსებობს დასაკავშირებლად, ღირს რამდენიმე ყველაზე პოპულარული მათგანის განხილვა და მსგავსებებისა თუ განსხვავებების შედარება. ამ სტატიაში ვეცდებით, შევადაროთ ყველაზე პოპულარული ქლაუდ-ზე დაფუძნებული ონლაინ ვიდეო კონფერენციის ინსტრუმენტები: Zoom, Microsoft Teams და Google Meet. მოდით, დავაკვირდეთ მათ ფუნქციონირებასა და ლიმიტებს, რათა ვიხილოთ, რომელიც ინსტრუმენტია საუკეთესო.

ეძებთ საუკეთესო არჩევანს ვიდეო კონფერენციების ინსტრუმენტებს შორის რათა დააკმაყოფილოთ თქვენი ვიდეო შეხვედრათა მოთხოვნილება? არა მარტო თქვენი, არამედ თქვენი გუნდისა და მთელი ორგანიზაციისაც? გაქვთ შემდეგი შეკითხვები ვიდეო შეხვედრებთან დაკავშირებით და ეძებთ საუკეთესო გამოსავალს?

  • მსურს, ერთი-ერთზე ვიდეო შეხვედრა
  • მინდა ვირტუალური საოფისე საათები დავაწესო
  • მინდა, ონლაინ ტრენინგ სესია ჩავატარო ჩემი გუნდისა თუ კლასისთვის
  • მსურს, დავყო ჩემი ვიდეო შეხვედრის მონაწილეები და სხვადასხვა ვირტუალურ ოთახებში გავანაწილო
  • მინდა ჩავიწერო ონლაინ შეხვედრები და შევინახო ქლაუდზე, რათა მოგვიანებით მონაწილეებმა მისი ნახვა შეძლონ
  • მინდა, ჩავატარო შეხვედრა გარე მონაწილეებით
  • მინდა, ვიდეო კონფერენციის ლაივ სტრიმით გაშვება
  • მსურს, დავაორგანიზო შეხვედრა 200-ზე მეტი მონაწილეთი

აქ არის ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ Google Meet, Microsoft Teams-სა და Zoom-ის შესახებ, რათა შეძლოთ მათგან საუკეთესოს არჩევა თქვენი ბიზნეს მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ყველა ეს ისტრუმენტი აღჭურვნილია იმ ფუნქციონალით, რაც გჭირდებათ თქვენს თანამშრომლებთან და კოლეგებთან დასაკავშირებლად ვიდეო შეხვედრების სახით, თუმცა ისინი მაინც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

ისინი განსხვავდებიან არაერთ ასპექტში, როგორც შესაძლებლობების მხრივ, ასევე კოლაბორაციის საშუალებებითა და ფასებით. ამ სტატიაში ჩვენ ყოველ ამ ასპექტს განვიხილავთ.

ონლაინ ვიდეო შეხვედრები Google Meet, Zoom და Microsoft Teams-ში

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ვიდეო შეხვედრების აპლიკაციების გამოყენებადობა საგრძნობლად შეიცვალა. მოდით, პირველ რიგში განვიხილოთ 3 ყველაზე პოპულარული Cloud-დაფუძნებული ონლაინ ვიდეო კონფერენციების ხელსაწყო. ხოლო შემდგომ, უფრო ღრმად შევიდეთ მათ ფუნქციებში და საფუძვლიანად განვიხილოთ ისინი.

Google Meet

Google-ის ვიდეო კონფერენციების აპლიკაცია, რომელიც Google Workspace (იგივე G Suite)-ის ნაწილია, შეიქმნა მათთვის, ვისაც ბიზნეს მოთხოვნილება ჰქონდა მსგავსი პროდუქტისა. მას მარტივი ინტერფეისი აქვს და 250-მდე მონაწილეს იტევს (გააჩნია, რომელი G Suite პაკეტი გაქვთ გააქტიურებული). ეს მარტივი ინტერფეისი სრულად ინტეგრირებულია Google Workspace-ის სხვა აპლიკაციებთან, როგორებიცაა: Google Calendar, რომელიც გაძლევთ საშუალებას, მარტივად დაგეგმოთ შეხვედრები და შეუერთდეთ მათ ერთი თითის დაჭერით.

კორონავირუსის კრიზისის საპასუხოდ, 3 მარტს, Google-მა განაცხადა, რომ Enterprise ფუნქციები Google Meet-ში დროებით ყველა G Suite მომხმარებლისთვის გახდებოდა ხელმისაწვდომი, ხოლო ყველა G Suite და G Suite for Education მომხმარებელი შეძლებდა ჰოსტინგს 250-მდე მომხმარებლით თითო ზარზე, შეძლებდა ასევე შეხვედრების ჩაწერას და ლაივ სტრიმინგს 2020 წლის 30 სექტემბრამდე.

2020 აპრილის დასაწყისში, Google-ის Google Hangouts Meet-ს დაერქვა Google Meet.

Zoom

Zoom ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ვიდეო კონფერენციის საშუალებაა ამჟამად. ის მარტივად გამოსაყენებელია და კარგი აუდიო სისტემა აქვს. ის ასევე ბევრი სხვა ფუნქციითაც გამოირჩევა.

თუმცა, პანდემიის განმავლობაში Zoom-ის მომხმარებელთა რიცხვის გაზრდასთან ერთად, საკმაოდ სერიოზული უსაფრთხოების პრობლემები წამოიჭრა. ახალი სიტყვაც კი შეიქმნა, “Zoom-bombing”, იმის საჩვენებლად, რომ არსებობდა შანსი ჰაკერებს თქვენს ვიდეო შეხვედრებზე წვდომა ჰქონოდათ. ბიზნესებისთვის, მსგავსი რისკი საკმაოდ დიდ სიფრთხილეს საჭიროებს და ასევე ვიდეო კონფერენციის აპლიკაციის ფრთხილ შერჩევას.

Microsoft Teams

Microsoft Teams რამდენიმე სერვის პაკეტს გთავაზობთ. Teams Microsoft Office 365-ის ნაწილია. არსებობს როგორც უფასო, ასევე ფასიანი პაკეტები.

ორივე ტიპის პაკეტი სთავაზობს მომხმარებლებს ჰოსტ შეხვედრებს 250-მდე მონაწილეთი.

ონლაინ ვიდეო კონფერენციის ფუნქციები

ახლა განვიხილოთ სამივე ვიდეო კონფერენციის ხელსაწყოს ფუნქციები. ასევე ღრმად შევალთ უსაფრთხოების, ფასების და ინტეგრაციის საკითხებში.

დავიწყოთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტზე საუბრით, რაც არის: უსაფრთხოება!

ვიდეო კონფერენციის უსაფრთხოება

Zoom Meeting

წინა კვირას, Zoom-ის უსაფრთხოებასთან აშკარად ხარვეზები გამოჩნდა. გარეშე პირებმა შეძლეს ვიდეო ზარებთან წვდომა, თუკი პაროლი საკმარისად დაცული არ იყო.

ამან სერიოზულ უსაფრთხოების პრობლემებთან მიგვიყვანა, დაუპატიჟებელი დამსწრეები აშანტაჟებდნენ ონლაინ ბიზნეს შეხვედრებს, მაგალითად “Zoom-bombing” არ მისასალმებელი ფენომენი გახდა.

Zoom აცხადებს, რომ აპირებს end-to-end დაშიფრვის იმპლემენტაციას (ინტერნეტ კომუნიკაციის ყველაზე კონფიდენციალური ფორმა), თუმცა ამ სიტყვის Zoom-ისეული დეფინიცია. დაშიფრვა, რომელსაც იგი თავისი ვიდეო ზარების დასაცავად იყენებს, არის TLS. ეს განსხვავდება end-to-end დაშიფრვისგან, რადგან Zoom-ს თავად შეუძლია ამ ტიპის დაშიფრულ ვიდეო და აუდიო კონტენტთან წვდომა.

Microsoft Teams

Microsoft Teams შიფრავს თქვენ მონაცემებს ტრანზიტისას. ის ინახავს თქვენს მონაცემთა ბაზის უსაფრთხო ქსელში, ხოლო ვიდეო, აუდიო და დესკტოპ გაზიარებისთვის იგი იყენებს უსაფრთხო რეალურ დროში ტრანსპორტირების პროტოკოლს (SRTP)

გამოწვევა Enterprise-ისთვის არის ის, რომ დაშიფრვა სრულად კონტროლირებადია Microsoft-ის მიერ და არა თავად Enterprise-ის. დეტალები end-to-end დაშიფრვის მხარდაჭერის შესახებ ბუნდოვანია.

Google Meet

Google Meet -ი Zoom-თან შედარებით უსაფრთხო აპლიკაციაა. ის შიფრავს შეტყობინებებს, შეტყობინებები “in transit” იშიფრება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაშიფრვა მხოლოდ და მხოლოდ თქვენსა და Google-ის სერვისს შორის ხდება.

Google Meet ვიდეო შეხვედრების ლინკები ხელმისაწვდომია მხოლოდ ბიზნეს გუნდის შორის. დეტალურად Google Meet -ის უსაფრთხოების შესახებ იხილეთ აქ

ვიდეოზარის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა

ის, თუ რომელ აპლიკაციას ირჩევთ ვიდეო კონფერენციებისთვის, მეტწილად დამოკიდებულია მონაწილეთა მაქსიმალურ რიცხვზე, რომელსაც ვიდეო შეხვედრების პროგრამა გვთავაზობს.

Zoom Meeting

თითო შეხვედრაზე მაქსიმალურ მონაწილეთა რიცხვი (ჰოსტის ჩათვლით) 100 მონაწილეა. თუკი გსურთ, მოიწვიოთ მეტი ადამიანი, შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა პაკეტი და გადაიხადოთ მეტი.”Large Meeting” გაფართოების ყიდვის შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ მოიწვიოთ 500-მდე ადამიანი.

Microsoft Teams

მაქსიმალური რაოდენობა მონაწილეებისა 250-მდე ადამიანია. ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, მომხმარებლები სტუმრები არიან, თუ Teams მონაწილეები.

Google Meet

Meet -ით შეგიძლიათ გამოიყენოთ თუ ერთზე მეტ ადამიანთან ერთდროულად გსურთ საუბარი.

  • Business Starter -ის პაკეტის მომხმარებლებს, შეხვედრებზე დასწრება 100-მდე ადამიანს შეუძლია
  • Business Standard -ის პაკეტის მომხმარებლებს, შეხვედრებზე დასწრება 150-მდე ადამიანს შეუძლია + Video Recording
  • Business Plus -ის პაკეტის მომხმარებლებს, შეხვედრებზე დასწრება 250-მდე ადამიანს შეუძლია + Video Recording, + attendance tracking
  • Business Enterprise -ის პაკეტის მომხმარებლებს, შეხვედრებზე დასწრება 250-მდე  + 100 000 Live Stream-ზე. ადამიანს შეუძლია + Video Recording, attendance tracking, noise cancellation, in-domain live streaming 

აქვე დავამატებთ, თითოეულ მითინგს ენიჭება ტელეფონის ნომერი და კოდი უინტერნეტო ჩართვისთვის. საქართველოში ქართული ნომერი +995 რაც ზარს უფასოდ გთავაზობთ

როგორც ხედავთ საკმაოდ დიდი და უალტერნატივო არჩევანი აქვს Google Meet-ს

დროის ლიმიტი

არავის სურს, ჰქონდეს იმის განცდა, რომ საკმარისი დრო არ იყო დისკუსიისთვის ან იმის სათქმელად, რაც მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის. რომელი ხელსაწყო გაძლევთ საშუალებას, დროის ლიმიტის გარეშე გამოიყენოთ იგი? იხილეთ ქვევით:

Zoom Meeting

Zoom-ს აქვს ლიმიტი მათთვის, ვინც უფასო პაკეტით სარგებლობს. თქვენ ულიმიტო რაოდენობის ზარების განხორციელება შეგიძლით, თითოეული 40 წუთის ხანგრძლივობით. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი თქვენს გუნდში ადამიანთა რაოდენობა 100-ზე ნაკლებია და 40 წუთი საკმარისი დროა თქვენი შეხვედრისთვის, Zoom-ის უფასო ვერსია საკმაოდ ხელსაყრელი იქნება. თუკი გამოიყენებთ pro ვერსიას ან უფრო ძვირიან პაკეტს, ლიმიტი 24-საათიან ვიდეო ზარამდე აიწევს.

Microsoft Teams

Meet-ის პრინციპით მუშაობს. არ აქვს ლიმიტი

Google Meet

Google Workspace-ის მომხმარებლებისთვის, Google Meet -ს არ აქვს დროის ლიმიტი და შეგიძლიათ ულიმიტო დროით ისაუბროთ.

უფასო Gmail მომხმარებლებისთვის ლიმიტია ერთი საათი

ვიდეო შეხვედრების ჩაწერა

ვიდეო შეხვედრებისა თუ ნებისმიერი ციფრული ვიდეო კონფერენციის ჩაწერა საკმაოდ ხელსაყრელია. ჩანაწერის გამოყენება სხვადასხვა მიზნით შეიძლება: მარკეტინგული ვიდეოების, შიდა პრეზენტაციებისა თუ ტრენინგ მიზნებისთვის. მოდით შევხედოთ, თუ როგორ უმკლავდებიან ამ ფუნქციას სხვადასხვა აპლიკაციები.

Zoom Meeting

Zoom-ის ფასიანი ვერსიით ვიდეოების ჩაწერა შესაძლებელია. ისინი თქვენი კომპიუტერის მეხსიერებაში ინახება.

Microsoft Teams

ამ აპლიკაციით თქვენ შეგიძლიათ ჩაიწეროთ ჯგუფური ზარები. ჩანაწერი ინახება Microsoft Stream-ში.

Google Meet

ამ აპლიკაციით ვიდეოების ჩაწერა ორი დაკლიკებით შეგიძლიათ. გაქვს საშუალება, ჩაიწეროთ აუდიო, ვიდეო, ჩატები და გაზიარებული ეკრანის აქტივობები. მას შემდეგ, რაც თქვენი შეხვედრა დამთავრდება, ჩანაწერი ავტომატურად ინახება Google Drive-ში. თუკი ვიდეო შეხვედრა Google Calendar-ში შექმენით, ჩანაწერი ასევე შეინახება Calendar-ის საქაღალდეში. ეს ფუნქცია სრულად უფასოა G Suite მომხმარებლებისთვის 2020 წლის 30 სექტემბრამდე.

Google Workspace - Business Standard, Business Plus, Enterprise  ვერსიებში ავტომატურად აქტიურია

ეკრანის გაზიარება

ეკრანის გაზიარება, რათა სხვებმა დაინახონ რას აკეთებთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქციაა. ის გამოსადეგია, როცა ატარებთ პრეზენტაციას ან რაიმე ვიზუალური მასალის წარდგენა გსურთ. თქვენ ასევე შეგიძლიათ რეალურ დროში დემონსტრაციები და დემოები.

Zoom Meeting

შეხვედრის ჰოსტს შეუძლია ეკრანის გაზიარების უფლება რამდენიმე ადამიანს მისცეს

Microsoft Teams

ეკრანის გაზიარება შესაძლებელია. აპლიკაციაგაძლევთ საშუალებას, გააზიაროთ იგი შეხვედრისას. ადმინებს შეუძლიათ ეკრანის კონფიგურირება, რათა მომხმარებლებმა შეძლონ კონკრეტულად დანახვა: სრული ეკრანის, აპლიკაციისა თუ მხოლოდ ფაილის.

Google Meet

ძალიან მარტივად 2 კლიკით შეძლებთ გაზიარებას. Google Workspace -ის წყალობით, თქვენ მარტივად შეძლებთ დოკუმენტების, Screen, Application, Chrome Tab, ფოტოების და ფაილების გაზიარებას

გააზიარებთ ასევე Google Slides -სადაც შეძლებთ კითხვა პასუხის რეჟიმით სარგებლობას ძალიან მოქნილი მეთოდით

კოლაბორაციის ხელსაწყოები

Zoom Meeting

Zoom ქლაუდის პლატფორმაა ვიდეო და აუდიო კონფერენციებისთვის, კოლაბორაციის, ჩატისა და ვებინარებისთვის. თქვენ დაგჭირდებათ ზუმის ანგარიში, რათა წამოიწყოთ შეხვედრები, ან შეუერთდეთ მათ.

Microsoft Teams

თიმსიც, ისევე როგორც ზუმი, ქლაუდზე დაფუძნებული გუნდური კოლაბორაციის აპლიკაციაა, რომელიც სრულად დაინტეგრირებულია Office 365-თან. მისი ძირითადი შესაძლებლობები მოიცავს: ბიზნეს შეტყობინებებს, ზარებს, ვიდეო შეხვედრებსა და ფაილების გაზიარებას. ის ასევე მოიცავს, word, excel, PowerPoint, OneNote, SharePoint და სხვა ხელსაწყოებს.

Google Meet

მითი აშკარა უპირატესობით სარგებლობს თავისი მარტივი ინტეგრაციით Google-ის სხვა აპლიკაციებთან და იმ ფაქტით, რომ სხვა აპლიკაციებთან ერთად მოქცეულია ერთ ბანდლში. Google Meet გუგლის პროდუქტია და კარგად მუშაობს ყველა სხვა Google Workspace (იგივე G Suite) ხელსაწყოსთან, როგორებიცაა: Google Calendar – რაც მარტივს ხდის შეხვედრების დაგეგმვასა და ინფორმაციის დამატებას შეხვედრის შესახებ – Google Drive, Gmail, Google Chat-ში.

ტელეფონის ნომრით დაკავშირება - dial-in

Zoom Meeting

ზუმში ჩართვა ტელეფონის ნომრით მარტივი პროცედურაა, თუმცა ძვირი. თქვენ დაგჭირდებათ ლოკალური უმის ნომერი და შეხვედრის ID. გაითვალისწინეთ, რომ ეს ნომრები ლოკალური კურსით განსაზღვრავს ფასს. ეს პროცედურა ხელმისაწვდომია იქედან გამომდინარე, თუკი ჰოსტს გამოწერილი აქვს აუდიო კონფერენციის პაკეტი. თუკი ჰოსტს სურს წვდომა დამატებით ნომრებზე, მას დასჭირდება აუდიო კონფერენციის პაკეტის შეძენა.

Microsoft Teams

აქვს აუდიო კონფერენციის ფუნქცია. ხალხს შეუძლია თიმსის შეხვედრებში ჩართვა ტელეფონით, თიმსის აპლიკაციის ქონის გარეშე. თქვენ მხოლოდ და მხოლოდ დაგჭირდებათ ტელეფონის ნომერი.

Google Meet

Google Workspace -ის ყველა პაკეტებით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეუერთდეს თქვენს ვიდეო შეხვედრებს (ქართული და საზღვარგარეთის ნორმით) Meet-ს არ სჭირდება დამატებითი კონფიგურაცია. Google ზედმეტ თანხას ამ ფუნქციისთვის სულაც არ ითხოვს. ის ძალიან მარტივად გამოსაყენებელია: უბრალოდ შეიყვანეთ თქვენი ნომერი და ჩასვით პინი, რომელიც მითითებულია Meet მოწვევაში.

დარეკვის წესი დაახლოებით ესეთია, საქართველოსთვის

Or dial: (GE) +995 706 770 143 PIN: 699 128 929#

შეხვედრის ლინკი გამოყურება დაახლოებით ასე

https://meet.google.com/eym-eqfw-bna

ყველა დამსწრე თქვენგანს ეკრანზეა? Grid ხედვა

Zoom Meeting

ზუმში მონაწილეების ნახვა Gallery view-ითაა შესაძლებელი. თქვენ ყველა მონაწილის გამოსახულებას Grid პატერნში დაინახავთ. ერთ ეკრანზე 49 მონაწილის დანახვა შეგიძლიათ.

Microsoft Teams

ამ აპლიკაციით ყველას დანახვას ერთ ეკრანზე ვერ შეძლებთ.

Google Meet

ამ აპლიკაციით თქვენ ეკრანზე შეხვედრის ყველა მონაწილის დანახვა შეგიძლიათ, აქცენტი მოსაუბრე პიროვნებაზე იქნება გაკეთებული. ის, ვინც საუბრობს, მისი გამოსახულება გაფართოებულად გამოჩნდება ეკრანის ცენტრში, სხვა მონაწილეებისა კი მის ირგვლივ პატარა ჩარჩოებად. გაინტერესებთ ჩვენების რამდენი შესაძლებლობაა?

Auto, Tiled, Spotlight, Sidebar

  • Auto: The view that Meet chooses for you. By default, you’ll see 9 tiles on your screen.
  • Tiled: The view that can show up to 49 people at the same time. By default, you’ll see 16 tiles on your screen.
    At the bottom, move the slider to the number of tiles you want to see on your screen. The number of tiles you choose becomes the default for future meetings until you change it.
  • Spotlight: The active speaker or shared screen fills the entire window.
  • Sidebar: The main image is the active speaker or shared screen. You’ll see thumbnails of additional participants on the side.

პაკეტები & ფასები

Zoom Meeting

Zoom გთავაზობთ 4 სხვადასხვა პაკეტს: Basic Plan უფასოა და მოიცავს 100 ადამიანს ერთ შეხვედრაზე. ასევე ის გთავაზობთ სხვა რამდენიმე პაკეტს, დამატებითი ფუნქციებისთვის.

  • Pro პაკეტი პატარა გუნდებისთვის, მოიცავს ყველა Basic ფუნქციას. შეგიძლიათ მოიწვიოთ 100-დან 300-მდე მონაწილე და ეს ყველაფერი 14.99$-ად.
  • Business პაკეტი ($19.99 თვიურად) გამოიყენება მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის,მოიცავს ყველა Basic და Business ფუნქციას. შეგიძლიათ მოიწვიოთ 300-მდე მონაწილე.
  • ყველაზე დიდ პაკეტს ქვია “Enterprise plan“, რომელიც გაძლევთ წვდომას ყველა ტიპის ფუნქციაზე ($19.99 თვიურად, 50 ჰოსტით).ამ პაკეტს ძირითადად დიდი კომპანიები იყენებენ. თქვენ ასევე შეგიძლიათ 500-მდე მონაწილის მოწვევა და გაქვთ ულიმიტო მეხსიერება.

Microsoft Teams

Microsoft Teams პაკეტები Office 365 Business პაკეტის სხვადასხვა ვერსიას მოყვება. არსებობს უფასო და ფასიანი ვერსიები. ფასიანი Microsoft Teams Video Conferencing პაკეტი გაძლევთ კოლაბორაციისა და ვიდეო შეხვედრების წარმართვის საშუალებას. ის ასევე გაძლევთ წვდომას ისეთ პოპულარულ პროგრამებზე, როგორებიცაა: Excel და Word, ასევე Outlook.

ეს პაკეტები გაეშვა 2017 და შეიქმნა Skype for Business ჩასანაცვლებლად.

ფასები: $6.00 ან $12.50 თვიურად, თითო მომხმარებელზე.

Google Meet

Google Meet -ი პერსონალური Gmail -ის მომხმარებლებისთვის უფასოა, და ჩაშენებულია როგორც Web ისე Mobil  აპლიკაციაში, არ საჭიროებ ინსტალაციასა და ცალკე რეგისტრაციას.

Google Workspace -მომხმარებლებისთვის ყველა პაკეტი მოიცავს Google Meet -ს

Business Starter - 6USD -ის პაკეტის მომხმარებლებს, შეხვედრებზე დასწრება 100-მდე ადამიანს შეუძლია
Business Standard  -12USD-ის პაკეტის მომხმარებლებს, შეხვედრებზე დასწრება 150-მდე ადამიანს შეუძლია + Video Recording
Business Plus - 18USD-ის პაკეტის მომხმარებლებს, შეხვედრებზე დასწრება 250-მდე ადამიანს შეუძლია + Video Recording, + attendance tracking
Business Enterprise - 25USD ან  30USD (Standard და Plus ვერსიების შესაბამისად)-ის პაკეტის მომხმარებლებს, შეხვედრებზე დასწრება 250-მდე + 100 000 Live Stream-ზე. ადამიანს შეუძლია + Video Recording, attendance tracking, noise cancellation, in-domain live streaming

დამატებითი დეტალები იხილეთ Google Workspace -ის გვერდზე