Google-მა მნიშვნელოვნად განაახლა Google Workspace (იგივე G Suite), რის შედეგადაც მივიღეთ ისეთი პროდუქტიული ინსტრუმენტების მჭიდრო ინტეგრაცია, როგორიცაა: Gmail, Chat, Meet, Rooms, ასევე – Calendar, Docs, Sheets, Slides და რაც მთავარია, ეს უკვე ხელმისაწვდომია მობილური აპლიკაციის საშულებით

Google Workspace -ის გუნდი განახლებაზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა და პროექტი შეიძლება ჩავთვალოთ პასუხად COVID-19 პანდემიის გამოწვევებზე.

აღნიშნული სიახლე ხაზს უსვამს კომპანიის მთავარ იდეას, რომ მუდმივად განახლებულ ტალღებზე გადაიყვანოს საკომუნიკაციო რეჟიმი, იქნება ეს ელ-ფოსტა, ჩატი, ხმოვანი თუ აუდიო რეჟიმი. შედეგად კი ვიღებთ ყველა ჩამოთვლილ შესაძლებლობას ერთ სივრცეში, Gmail – ერთგვარად წარმოადგენს ცენტრალურ წერტილს, სადაც იკრიბება ყველა მომხმარებელი და ატარებს მრავალ სამუშაო საათს კომუნიკაციაში.

Google-ისთვის აღნიშნული ინიციატივა ქმნის ‘’უკეთეს გარემოს მუშაობისთვის’’, რაც არ გულისხმობს მხოლოდ მჭიდრო ინტეგრაციასა და იმის შესაძლებლობას, რომ კალენდარში შევათანხმოთ შეხვედრა ან ვმართოთ ფაილები Gmail-ში, არამედ უფრო მეტს, მაგალითად, ვიდეო ჩართვის განხორციელებასა და პარალელურად რედაქტირებადი დოკუმენტის გახსნას ერთ ტაბში, რისი საშუალებაც აქამდე არ გვქონდა. ამით ის სივრცე კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდა, სადაც მრავალ საათს ვატარებთ.

Google Workspace (G Suite) -ის ვიცე პრეზიდენტის, ხავიერ სოლტეროს განცხადებით, ამ ყველაფრის საერთო იდეას მხოლოდ მომხმარებელთა ეფექტური მუშაობისთვის ინსტრუმენტების დაახლოება არ წარმოადგენს.

აი რას ამბობს ის: ‘’ იმაზე, რასაც წარმოგიდგენთ განახლებული Google Workspace -ის სახით, ცოტახნით ადრე დაიწყო მუშაობა, ვიდრე გასულ წელს Google-ის გუნდს შემოვუერთდებოდი. ახალი ინტეგრირებული სამუშაო სივრცე არ ნიშნავს ყველა საჭირო პროდუქტის ერთ პლატფორმაზე გაერთიანებას ძველი შესაძლებლობებით, რადგან, როდესაც ისინი ერთიანდებიან, იმაზე მეტს ვიღებთ, ვიდრე მათი ჯამია. ეს გულისხმობს კომუნიკაციის განსხვავებული რეჟიმების – ელ-ფოსტის, ჩატის, ვიდეო ზარების მძლავრ ინტეგრაციას უფრო მეტი სამუშაო ამოცანის ეფექტურად შესრულებისთვის. ‘’

როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, ინტეგრაცია შეინიშნება მობილურშიც, რადგან Gmail -ის ბოლო აპლიკაციის ჩამოტვირთვისას, ჩვენ ვხვდებით ოთხივე მნიშვნელოვან პროდუქტს გაერთიანებულს ქვედა ზოლში- ჯიმეილს, ჩატს, Rooms და მითს, Google მათ მოიხსენიებს, როგორც ‘’ინტეგრირებული სამუშაო სივრცის ოთხ საყრდენს’’. ყველა მათგანის ერთ აპლიკაციაში ინტეგრირება ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მართოთ შეტყობინებები, ვიდეო ზარები, მესიჯები ისე, რომ არ დაგჭირდეთ სხვადასხვა აპლიკაციის გახსნა, ჩახურვა და სხვა სირთულეები.

ეს განახლებები შეიძლება სპეციფიკური გვეჩვენოს Google Workspace -ისთვის, მაგრამ არ იქნება მოულოდნელი Google-ისგან, ვინაიდან იგი ცდილობს დაამკვიდროს Meet მომხმარებელთა სამუშაო გამოცდილებაში. ‘’ამ პერიოდში ჩვენ სწორედ ამაზე ვართ კონცენტრირებულნი. ადამიანებს სასწრაფოდ სჭირდებათ ახალი სივრცე მუშაობისთვის, რადგან მათი დიდი ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, ისინი სახლიდან იწყობენ იმ გარემოს, რაც ოფისებში ჰქონდათ. ჩვენი მხრიდან კი ვცდილობთ, მაქსიმალური კომფორტი და პროდუქტიული შესაძლებლობები დავახვედროთ მათ’’- ამბობს სოლტერო.

მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის…

Google კიდევ უფრო მეტ ფუნქციას გვთავაზობს განახლებულ სამუშაო სივრცეში. მაგალითად, Rooms-ში ჩვენ ვხვდებით გუნდისთვის გაზიარებულ სამუშაო ფაილებსა და ამოცანებს, სადაც შესაძლებლობა გვაქვს მივაბათ თანამშრომლებს კონკრეტული დავალებები, მოვიწვიოთ Room-ებში ის ადამიანები, რომლებიც არ არიან კომპანიის წევრები, შეგვიძლია ერთდროულად გავხსნათ ჩატი და ამავე ფანჯარაში დავარედაქტიროთ კონკრეტული დოკუმენტი ისე, რომ არ დაგვჭირდეს სხვადასხვა ტაბის გახსნა ან დახურვა.

ახალი Gmail- ის შესაძლებლობაა, მოძებნოთ არა მხოლოდ ელ.ფოსტა, არამედ სასურველი ჩეთები, ასევე, სიახლეა ‘’do not disturb’’ და ‘’out of office’’ პარამეტრები Rooms-ისათვის.

ამ ახალი ინტეგრირებული სამუშაო სივრცის ერთ-ერთი შესანიშნავი თვისება ისაა, რომ Google ასევე თანამშრომლობს ზოგიერთ პარტნიორთან, მათი აპლიკაციების გამოცდილების გასაზიარებლად. კომპანია კონკრეტულად ახსენებს DocuSign, Salesforce და Trello-ს. ეს პლატფორმები უკვე გვთავაზობენ მჭიდრო Gmail ინტეგრაციას, მათ შორის Gmail sidebar- თან, ამიტომ ამ სიის გაფართოებას, სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში ვიხილავთ.

0.5 min read / Published On: თებერვალი 25th, 2021 / Categories: Google Workspace /

გამოიწერე სიახლეები

გამოიწერე სიახლეები Google, Microsoft, Zoho და Synology NAS სერვერების შესახებ

Thank you for your message. It has been sent.
There was an error trying to send your message. Please try again later.

Add notice about your Privacy Policy here.