უსაფრთხოება Google-ის მრავალფუქნციური კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ფაქტორია. Google Drive-ზე გუგლის სიფრთხილე და ამ მიმართულებით ახალი გამოგონებები უფრო და უფრო მეტად აისახება.

წლის დასაწყისში, იმ დიდი ორგანიზაციების რიცხვმა, რომლებიც აქტიურად იყენებენ Google Drive-ს 1 მილიონს გადააჭარბა. მათ შორისაა: The New York Times, Uber, Fossil, Wedding Wire და BBVA. სწორედ ამიტომ, Google დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება უსაფრთხოების საკითხებს და ხშირად გვანებივრებს განახლებებით.

გაუმჯობესებული eDiscovery Google Workspace -სში

იმისათვის, რათა ბიზნესებს თავიანთი თანამშრომლების შიდა საქმიანობის უკეთ გაკონტროლება შეეძლოთ, Google Drive მათ გაუმჯობესებულ eDiscovery შესაძლებლობებს შესთავაზებს. ეს კი გაძლევთ საშუალებას, რომ გამოიყენოთ თქვენი ლეგალური უფლებები და დარწმუნდეთ, რომ თქვენი თანამშრომლების დაარქივებული ფაილები სწორედ იმდენ ხანს არის ხელმისაწვდომი, რამდენ ხანსაც გჭირდებათ. მაშინაც კი, თუკი თანამშრომლები თავიანთ ფაილებს საკუთარი ფაილსაცავიდან წაშლიან.

უსაფრთხოების ახალი სტანდარტი

წლების განმავლობაში, Google უსაფრთხოების სტანდარტების დასაცავად მესამეულ SOC2 / SOC3 უსაფრთხოების აუდიტს იყენებდა. დღეს, Google ცდილობს, თქვენი ფაილები უფრო უსაფრთხო გახადოს სრულიად ახალი ISO/IEC 27018:2014 უსაფრთხოების სტანდარტის გამოყენებით. ეს აუდიტი უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას და ასევე იმას, რომ თქვენ მიერ მოწოდებული და შენახული ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ თქვენია და მასზე ვერც Google თანამშრომლები იქნონიებენ წვდომას. მათი მხრიდან ერთადერთი შესაძლებლობა, იმ ინსტრუმენტების შემოთავაზებაა თქვენთვის, რომლითაც თქვენი მონაცემების წაშლას ან ექსპორტირებას შეძლებთ.

უსაფრთხოება ყველგან და ყოველთვის

დღესდღეობით მეტი და მეტი თანამშრომელი იყენებს ელექტრონულ გაჯეტებს თავისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით პოპულარულია Google Drive ტელეფონებისა და ტაბლეტებისთვის. 2019 წლის იანვარში, Google Drive პირველად გამოჩნდა ComScore’s list of top 25 mobile apps სიაში, სადაც 25 საუკეთესო მობაილ აპლიკაციებს ასახელებდნენ.

იმისათვის, რათა კომპანიის მონაცემების დაცვა სხადასხვა მობილურ მოწყობილობებზე უსაფრთხო იყოს, Google-მა განაახლა თავისი Mobile Device Management (MDM), რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, რომ აკონტროლონ თავიანთი მოხმარების ინტენსივობა, აიძულოს მათ, აირჩიონ უფრო ძლიერი პაროლები და აწარმოოს მობილურის დაშიფრვა. თუკი თანამშრომლის ტელეფონი დაიკარგება, ან მას მოიპარავენ, თქვენ სხვა მოწყობილობით შეძლებთ დაკარგულ ტელეფონზე მონაცემების წაშლას. თანაც ისე, რომ პერსონალური მონაცემები ხელშეუხებელი დარჩეს.

დღეს, ბიზნესები იმ სიხშირით გამოიყენებენ Cloud სერვისებს, როგორც არასდროს და ბუნებრივია, უსაფრთხოება აუცილებლად შედის მათ ინტერესებში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ Google Drive ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ფაილსაცავია მთელს ციფფრულ სამყაროში.

0.3 min read / Published On: January 29th, 2021 / Categories: Google Workspace /

გამოიწერე სიახლეები

გამოიწერე სიახლეები Google, Microsoft, Zoho და Synology NAS სერვერების შესახებ

Thank you for your message. It has been sent.
There was an error trying to send your message. Please try again later.

Add notice about your Privacy Policy here.