Google ვიდეო ზარების აპლიკაციის განახლებას ახალი codec ტექნოლოგიით ცდილობს.

Google Duo ვიდეო ჩატის აპლიკაცია, ახალი ვიდეო codec ტექნოლოგიის წყალობით, სრულიად ახალ საფეხურზე გადადის. კომპანია თავისი ახალი ტექნოლოგიით მომავალი კვირისთვის წარდგება. კოდეკი, სახელად AV1, Alliance for Open Media-ისპროდუქტია. AV1 VP9-ის მემკვიდრეა და შეუძლია საკმაოდ დიდი რაოდენობის მონაცემთა დაკომპრესირება წინა სტანდარტებთან შედარებით, რაც მობილურ ვიდეო აპლიკაციებს უფრო ეფექტურს ხდის.

Google აცხადებს, რომ ყოველი ზარი, რომელიც Duo-ზე განხორციელდება, AV1 ტექნოლოგიას გამოიყენებს და ცუდი ინტერნეტ კავშირის დროსაც კი, ზარები ბევრად უკეთესი ხარისხის იქნება. კოდეკი ასევე დაარეგულირებს ვიდეო ზარის სტაბილურობას.

AV1 განახლებასთან ერთად, Google ასევე უშვებს ახალ სურათის რეჟიმს. თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტო ისე, რომ ნახევარ მხარეს თქვენი გამოსახულება გამოისახოს, ხოლო მეორე ნახევარზე ის ადამიანი, ვისაც ურეკავთ. ეს ფუნქცია მალე გავრცელდება ვიდეო ზარებზეც. Google აცხადებს, რომ გეგმავს ჯგუფური ზარების გაზრდას 12 მონაწილემდე, მას შემდეგ, რაც მან წინა თვეების განმავლობაში ეს რიცხვი 8-მდე გაზარდა.

Google ახალ AV1 სტანდარტს იყენებს.
ვიდეო ზარებისა და ტელეკონფერენციიების მომხმარებელზა რიცხვის გაზრდით კორონავირუსის პანდემიის დროს, კომპანიები, როგორიცაა Google და მისი კონკურენტი Zoom ცდილობენ, ახალი ფუნქციები დაამატონ თავიანთ პროგრამებს, კონკრეტულად Zoom-ის შემთხვევაში უსაფრთხოება და პრივატულობა კვლავ ინტაქტურია. Google-მა Zoom-ის მსგავსი gallery view ფუნქცია დაამატა Enterprise ვიდე ზარების აპლიკაციას, სახელად Meet.

Google-მა ასევე განაცხადა, რომ Duo-ს გამოყენებაში აშკარა აღმასვლაა, მისი ვიდეო შეტყობინებების გამოყენებადობა 800 პროცენტით გაიზარდა. ამ მიზეზით, Google ფიქრობს, რომ ამ ვიდეო შეტყობინებების პოლიტიკა უნდა შეცვალოს, რაც ითვალისწინებს ამ ვიდეოების ჩაწერისა და მეგობრებისთვის გაგზავნის ფუნქციას, რომელიც ავტომატურად ინახება, 24 საათის შემდგომ გაქრობის ნაცვლად.

0.2 min read / Published On: January 29th, 2021 / Categories: Google, Uncategorized /

გამოიწერე სიახლეები

გამოიწერე სიახლეები Google, Microsoft, Zoho და Synology NAS სერვერების შესახებ

Thank you for your message. It has been sent.
There was an error trying to send your message. Please try again later.

Add notice about your Privacy Policy here.