დარჩი კავშირზე Google Duo-ს აპლიკაციით

მარტივი, მაღალი ხარისხის ვიდეო ჩართვები Android-ზე, Iphone-ზე, ტაბლეტზე, კომპიუტერსა და ჭკვიან მოწყობილობებზე, როგორებიცაა: Google Nest Hub Max.

ცადე Duo Web-იდან

გადმოწერეთ Android-ზე ან iOS-ზე

მას ადრე G Suite სახელით იცნობდი

თუ არ იცნობ, ჩვენ გაგაცნობთ

გაიგე მეტი
დაგვირეკე

ვცადოთ

ცადე Google Duo

აღნიშნეთ ღონისძიებები საყვარელ ადამიანებთან ერთად. მოიწვიეთ თქვენი ოჯახის წევრები ჯგუფური ზარითა და აღნიშნეთ სხვადასხვა მოვლენები, როგორებიცაა: დაბადებისდღეები, წლისთავები. იმხიარულეთ ჯგუფურად დისტანციის დაცვით.

მიიღეთ მონაწილეობა თქვენი მცირეწლოვანი შვილის დაძინების პროცესში დისტანციურად. მოუყევით მათ საყვარელი ძილისპირული ერთი-ერთზე ვიდეო ზარით, რათა არ გამოტოვოთ მსგავსი ძვირფასი მომენტები

შეკრიბეთ გუნდი და გაიხანგრძლივეთ მხიარულება. მოიწვიეთ 32-მდე მეგობარი. Duo ხელმისაწვდომია, როგორც Android ისე iOS და ტაბლეტებზე.

აგრძნობინეთ სითბო თქვენთვის საყვარელ ადამიანებს.
გაალამაზეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების დღეები მოკლე ჩანაწერის, ხმოვანი ან ვიდეო შეტყობინებით. შეგიძლიათ გამოიყენოთ სახალისო ეფექტები რათა აგრძნობინოთ, რომ მათზე ფიქრობთ, მაშინაც კი, როდესაც მათგან შორს იმყოფებით და პასუხის გაცემა არ შეგიძლიათ.

გაეცით მოტივაცია. შექმენით ყოველკვირეული ვიდეო ზარები და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები და საყვარელი ადამიანები, თქვენ ძლიერები ხართ ერთად, მიუხედავად დისტანციისა, დროისა თუ სხვა დაბრკოლებისა.

ისწავლეთ ერთად.

არ შეგიძლიათ გიტარის გაკვეთილი პირადად ჩაატაროთ? ამისთვის საჭირო არ არის როკ ვარსვკლავობამდე მიმავალი გზა შეაჩეროთ, დაგეგმეთ რეგულარული პირადი ვიდეო ზარები და აიხდინეთ ოცნება.

თქვენი ზარები დაცულია end-to-end დაშიფრვით.

იქნება ეს ერთი-ერთზე ზარები, ვიდეო ზარები თუ ვიდეო შეტყობინებები. თქვენი ჩატები Duo-ზე ყოველთვის კონფიდენციალური და დაშიფრულია.  გადმოწერეთ Google Duo და წამოიწყეთ ვიდეო ზარები მეგობრებთან.