კომპანია აცხადებს, რომ გუგლის პროდუქტების მომხმარებელთა რაოდენობა 2 მილიონით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ვიდეო კონფერენციები ასე მოთხოვნადი გახდა.

Google-მა თავისი ვიდეო ზარებისთვის განკუთვნილი პროდუქტი Meet პირდაპირ Gmail-იდანვე გახადა ხელმისაწვდომი, რაც ითვალისწინებს ვიდეო ზარის წამოწყებას ან მასთან დაკავშირებას ახალი ფანჯრის გაუხსნელად.

Meet- გუგლის ძველი პროდუქტის Hangouts Meet-ის რებრენდირებული ვერსიაა და Google Workspace -ის ნაწილია, რომელსაც ახლა 6 მილიონამდე ბიზნეს მომხმარებელი ჰყავს. ეს რიცხვი 2019 წლის თებერვლისთვის მხოლოდ 5 მილიონი იყო. ვიდეო ზარების აპლიკაციამ დიდი უპირატესობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც დისტანციური მუშაობა ასეთი პოპულარული გახდა.

Google-ის CEO სუნდარ პიშაიმ ეს განცხადება მიმდინარე თვეს გამოაცხადა და გვაუწყა, რომ ერთ მომენტში Meet ის მომხმარებელთა რიცხვს 2 მილიონი მომხმარებელი დაემატა, 60%-იანი დღიური ზრდით.

Google Cloud

Meet-ზე წვდომის გააქტიურებით პირდაპირ Gmail-იდან, Google იმედოვნებს, რომ პროდუქტის გამოყენება ბევრად უფრო მარტივი გახდება.
ეს პროცესი უფრო სწრაფი და მარტივი იქნება ვიდეო ზარის წამოწყების მსურველთათვის. “ჩვენი მისიაა, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლოთ პროდუქტებს შორის ნავიგაცია და ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციის მარტივად დამყარება” კომპანიამ ეს წინა კვირას თავის blog post-ზე განაცხადა.

ვიდეო ზარის წამოწყება ან არსებულთან დაკავშირება შეგიძლიათ Gmail-იდან მარცხენა პანელით. როდესაც წამოიწყებთ შეხვედრას, გაიხსნება ახალი ფანჯარა “უსაფრთხო, უნიკალური” URL-ით. ისინი, ვინც შეხვედრას უკავშირდებიან, შეძლებენ შეიყვანონ შეხვედრის კოდი, რომელსაც ორგანიზატორი გასცემს ან წამოიწყონ “quick catchup”. ეს პროცესი გაზიარებადია კოლეგებთან რომლებსაც იმავე Google Workspace -ის პაკეტი აქვთ.

Meet-ზე წვდომა Gmail-იდან ხელმისაწვდომია ბრაუზერებში, თუმცა ყველა მომხმარებელთან იგი ეტაპობრივად ჩნდება. მობილური აპლიკაციის ვერსიაში ეს განახლება არ დამატებულა, ამიტომ თქვენ მხოლოდ “coming soon”-ს იხილავთ.

ვიდეო ზარებზე მოთხოვნის გაზრდა COVID-19-ის მიერ გამოწვეულმა კრიზისმა განაპირობა და ამიტომ პროგრამების შექმნელები ცდილობენ ამ მოთხოვნით კაპიტალიზაციასა და მოგების მაქსიმალიზაციას. Google-ის ვიცე პრეზიდენტმა ხავიერ სოლტერომ ამ თვის დასაწყისში თქვა, რომ Meet-ს შეეძლება ერთ ზარზე 16-მდე მონაწილის გამოჩენა ეკრანზე.

ამ განახლების დამატება გუგლისთვის საკმაოდ მომგებიანი ნაბიჯი იქნება, რადგან Gmail საკმაოდ პოპულარულია მომხმარებელთა შორის. ის კოლაბორაციის workplace-ია. გასულ წელს გუგლმა თავისი ჩატ პლატფორმა, Hangouts Chat-ი, იმეილ ქლაიენთთან დააინტეგრირა.

3-დან 2 (60%) IT გადაწყვეტილების მიმღებლებისგან ირჩევს ერთ, გაერთიანებულ საკომუნიკაციო ხელსაწყოს, 451 უახლესი კვლევით ნათელი გახდა, რომ 34% მომხმარებლებისა იყენებს გაერთიანებულ ხელსაწყოებს.

“ჩატისა და ვიდეო კომუნიკაციის ინტეგრაციამ Gmail-თან უფრო კარგი გამოცდილება უნდა შეუქმნას Google Workspace მომხმარებლებს და შეამციროს ხარვეზების რიცხვი” – რაულ კასტანონი, უფროსი ანალისტი 451 Research workforce კოლაბორაციისთვის.

“ამ ცვლილებამ უნდა დაასრულოს ის კონკურენცია, რომელიც Google-ს აქვს Microsoft-თან, რადგან ის აშკარა დომინირებით გამოირჩევა პროდუქტიულობით Teams-თან შედარებით. ამან ასევე უნდა გააძლიეროს ჩვენი პოზიცია ჩვენს კონკურენტ დამოუკიდებელ აპლიკაციებთან, როგორებიცაა “Slack” და “Zoom”

0.3 min read / Published On: იანვარი 29th, 2021 / Categories: Google Workspace /

გამოიწერე სიახლეები

გამოიწერე სიახლეები Google, Microsoft, Zoho და Synology NAS სერვერების შესახებ

Thank you for your message. It has been sent.
There was an error trying to send your message. Please try again later.

Add notice about your Privacy Policy here.