მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბიზნესები, სკოლები და თითოეული მომხმარებელი დამოკიდებულია Google Workspace -ზე, რომელიც ეხმარება მათ, შეინარჩუნონ კავშირი და შეასრულონ სამუშაო. Google საკუთარ პროდუქტებს გეგმავს, ქმნის და მართავს უსაფრთხო, დაცულ ბაზაზე. ამ მხრივ არც G Suite და Google Meet არის გამონაკლისი. Google Meet-ის უსაფრთხოების კონტროლი სტანდარტულად ჩართულია თავიდანვე, ასე რომ, მომხმარებელს არ უწევს იმაში დარწმუნება, თუ რამდენად სწორად აქვს გააქტიურებული უსაფრთხოების პარამეტრები. მოცემულ სტატიაში წარმოგიდგენთ Google Meet-ის მთავარ შესაძლებლობებს , რომლებიც დაგეხმარებათ უსაფრთხოების სტანდარტის დაცვაში.

პრევენციული დაცვის ფუნქცია ბოროტი განზრახვისა და ინტერნეტმეკობრეობის მცდელობების თავიდან ასარიდებლად.

Google Meet იყენებს მთელ რიგ საფრთხის ამომცნობ დეტექტორებს, რათა თქვენი ონლაინშეხვედრა იყოს დაცული. სისტემა მოიცავს ინტერნეტთავდასხმის საწინააღმდეგო საზომებს როგორც ონლაინ შეხვედრებისთვის, ისე სატელეფონო ზარების დასაცავად. Goole Meet პროგრამულ ბარიერებს უწესებს უცხო იდენტიფიკატორებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა შეხვედრაში ჩართვას არაავტორიზებული პირები ცდილობენ. ამას კი ახორციელებს ციფრული კოდების გამოყენებით, რომელიც 25 სიმბოლოსგან შედგება. პირები, რომლებიც ონლაინშეხვედრაზე მოწვეულნი არ არიან Google Calendar-ის საშუალებით ან უშუალოდ დომენის წევრების მიერ, ვიდეოქოლში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. მესამე შემთხვევაში, ონლაინშეხვედრაში მონაწილეობის უფლება უნდა მოითხოვოს თავად პირმა და თანხმობა უნდა დაადასტუროს Host ორგანიზაციის წევრმა.

გარდა ამისა, ჩვენ სკოლებს ვთავაზობთ რამდენიმე მახასიათებელს, რომელიც დაეხმარება მათ შეხვედრების უსაფრთხოდ წარმართვაში და დისტანციური სწავლების გამოცდილების გაუმჯობესებაში. ასეთი მახასიათებლებია:

  • მხოლოდ შეხვედრის შემქმნელებს და კალენდრის მფლობელებს აქვთ უფლება, შეუწყვიტონ შეხვედრაზე წვდომა სხვა მონაწილეებს. ეს კი გამორიცხავს ხელმძღვანელი პირების ონლაინშეხვედრიდან გამოთიშვას სტუდენტი/მოსწავლე მონაწილეების მიერ.
  • მხოლოდ შეხვედრის შემქმნელებსა და კალენდრის მფლობელებს აქვთ საშუალება, დაადასტურონ request-ები და მიანიჭონ წვდომა მონაწილეებს. შესაბამისად, სტუდენტებს/მოსწავლეებს არა აქვთ შესაძლებლობა, გააწევრიანონ უცხო პირი ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე.
  • მას შემდეგ, რაც უკანასკნელი მონაწილე დატოვებს ონლაინშეხვედრას, სხვა მონაწილეები ვეღარ შეძლებენ მასში ხელახლა ჩართვას. ანუ, თუ ხელმძღვანელი პირი იქნება ბოლო მონაწილე, რომელიც გამოეთიშება ჩათს, მის გარეშე სხვა მონაწილეები ვერ ჩაერთვებიან განმეორებით შეხვედრაში.

უსაფრთხო წვდომის დაშვება ადმინისტრატორებისა და end-user -ებისთვის

კიბერშეტევის შეზღუდვისა და ლიკვიდირებისათვის Google Meet ჩართულია თქვენი ბრაუზერის მუშაობაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვითხოვთ დამატებითი Plugin-ისა და software-ის დაყენებას , თუ თქვენ მუშაობთ Chrome, Firefox, Safari თუნდაც ახალი Edge -ს საშუალებით, ხოლო სმარტფონში გირჩევთ ჩამოტვირთოთ Google Meet -ის აპლიკაცია. იმაში დასარწმუნებლად, რომ მხოლოდ ავტორიზებული იუზერები იყენებენ Google Meet -ს, ჩვენ მხარს ვუჭერთ ორმაგი გადამოწმების ე.წ. 2-Step Verification ვარიანტს უსაფრთხო ანგარიშებისათვის. ესენია Hardware, უსაფრთხოების სატელეფონო კოდები და Google Prompt. გარდა ამისა, Google Meet-ის მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, დარეგისტრირდნენ ჩვენს უმაღლესი დაცვის პროგრამაში (Advanced Protection Program (APP), რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშების ყველაზე ძლიერ დაცვას კიბერშეტევებისგან და შექმნილია სპეციალურად მაღალი რისკის მქონე ანგარიშების უსაფრთხოებისთვის. Google workspace Enterprise -ისა და საგანმანათლებლო მიზნით შექმნილ იუზერებს ჩვენ ასევე ვთავაზობთ Access Transparency-ს, რომელიც Google-ის ანგარიშებში ნებისმიერ წვდომას აფიქსირებს Google Meet-ის ჩანაწერებში.

უსაფრთხო, თავსებადი და საიმედო ონლაინშეხვედრის ინფრასტრუქტურა

Google Meet-ში ყველა მონაცემი დაშიფრულია იუზერსა და Google-ს შორის ვიდეოშეხვედრის განმავლობაში თქვენს ბრაუზერებში, ანდროიდისა და iOS აპლიკაციებში. თითოეული მომხმარებლისთვის და ყოველი მომდევნო შეხვედრისთვის Meet აგენერირებს დაშიფვრის კოდს, რომელიც აქტიურია მხოლოდ მიმდინარე შეხვედრის განმავლობაში, არასოდეს ფიქსირდება Disk-ზე. უსაფრთხოების დაცვა არის ჩვენი პროგრამული ოპერაციების მთავარი ნაწილი. ჩვენი უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის პროფესიონალთა გუნდი მუდმივად ახორციელებს პროგრამულ უზრუნველყოფას უსაფრთხოების პარამეტრების გასაძლიერებლად. Google Cloud -ისა და Google Workspace -ის ყველა მომხმარებელი სარგებლობს იმ უპირატესობებით, როგორიცაა:

  • უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა: Google Meet იყენებს Google Cloud-ის მთავარ უპირატესობას: უსაფრთხოების დამცავ ხაზებსა და პორტიფიკაციებს, რომელთაც აქვთ უნარი ერთმანეთიც დაიცვან შეტევისგან და უზრუნველყონ მონაცემების კონფიდენციალურობა.
  • შესაბამისობის სერტიფიკატები: Google Cloud-ის პროდუქტები, მათ შორის, Google Meet მუდმივად გადის უსაფრთხოების, კონფიდენციალურობისა და შესაბამისობის კონტროლს ისეთი სტანდარტებით, როგორიცაა SOC, ISO/IEC 27001/17/18, HITRUST და FedRAMP. ასევე ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ რეგულაციებს, რომელთაც მოითხოვენ GDPR and HIPAA, ასევე COPPA და FERPA დისტანციური განათლებისათვის.
  • ინციდენტების მენეჯმენტი: ჩვენ მკაცრად ვაკონტროლებთ მონაცემთა უსაფრთხოების უმცირეს ინციდენტებსაც კი, რომელთა საშუალებითაც მარტივად განვსაზღვრავთ მოსალოდნელ შედეგებს, ზარალს და პოტენციური საფრთხეს და თავიდან ვირიდებთ მათ.
  • სანდოობა: Google Network შექმნილია მაღალი რაოდენობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და განვითარების ზრდის ხელშეწყობისთვის. ჩვენი ქსელი არის მდგრადი და სრულად პასუხობს Google Meet-ში გაზრდილ აქტივობებს.
  • გამჭვირვალობა: Google Cloud-ზე ჩვენ გარკვევით გვაქვს მითითებული მომხმარებელთა მიერ გასათვალისწინებელი ვალდებულებები. შესაბამისად, ჩვენ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს თქვენივე მოთხოვნის შესაბამისად: ჩვენ არასოდეს ვიყენებთ მონაცემებს სარეკლამო მიზნებისთვის, ვაქვეყნებთ Google-ის მონაცემთა ცენტრების ადგილმდებარეობას, რომელთა ხელმისაწვდომობა და სანდოობა გარანტირებულია.

COVID-19 -ის პიკის გავლამდე და შემდეგაც, ჩვენ ვაგრძელებთ Google Meet -ის მომხამარებელთა ანგარიშებისა და მონაცემების მაქსიმალურ დაცვას და ინოვაციური ინსტრუმენტების დანერგვას, რათა ჩვენი პროგრამა გავხადოთ კიდევ უფრო სასარგებლო, დაცული და სანდო.

0.5 min read / Published On: იანვარი 28th, 2021 / Categories: Google Workspace /

გამოიწერე სიახლეები

გამოიწერე სიახლეები Google, Microsoft, Zoho და Synology NAS სერვერების შესახებ

Thank you for your message. It has been sent.
There was an error trying to send your message. Please try again later.

Add notice about your Privacy Policy here.