Google Workspace -უ კომუნიკაციისა და კოლაბორაციის ინტრუმენტთა ნაკრებია, რომელსაც თქვენი ბიზნესი სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანოს.

ის ერთადერთი სერვისია, რომელიც გჭირდებათ იმისათვის, რათა დაამოდიფიციროთ ის, თუ როგორ ამყარებენ კომუნიკაციას თქვენს კომპანიაში და გაამარტივოთ კოლაბორაცია მნიშვნელოვან დავალებებსა თუ პროექტებზე.

ამ სტატიაში გაგიზიარებთ 15 ყველაზე ეფექტურ და სასარგებლო ფუნქციას!

ამ ყველაფრის ცოდნა განსაკუთრებით საჭიროა მაშინ, თუკი ჯერ დარწმუნებული არ ხართ, თუ რამდენად სწორი არჩევანია Google Workspace თქვენი ბიზნესისთვის.

მოდით განვიხილოთ Google Workspace -ის 15 გამორჩეული შესაძლებლობა.

  1. კორპორატიული იმეილ თანამშრომლებისთვის

იცოდით, რომ ჩვენი მომხმარებელთა 72% ამჯობინებს კომუნიკაციას ბიზნესთან ელექტრონული ფოსტით?

თქვენ და თქვენმა თანამშრომლებმა ალბათ უკვე იცით ამის შესახებ და აქტიურად ესაუბრებით მომხმარებლებს, მომწოდებლებს, ვენდორებსა და სხვებს ელ ფოსტის გამოყენებით.

ასე რომ, ის ელ ფოსტის მისამართი, რომლითაც ამას ახორციელებთ, საკმაოდ დიდ როლს თამაშობს.

სწორედ ამიტომ არის G Suite-ის ნომერ პირველი ფუნქცია ის, რომ გაძლევთ საშუალებას პროფესიონალური იმეილ მისამართი გამოიყენოთ.

იხილეთ განსხვავება ჩვეულებრივ მისამართსა და პროფესიონალურ მისამართს შორის:

პერსონალური იმეილ მისამართის დაბოლოებაა @gmail.com @yahoo.com @outlook.com ან @Mail.ru. პროფესიონალური მისამართი კი მთავრდება @yourdomain

მაგალითად, თქვენი პერსონალური იმეილ მისამართი შეიძლება იყოს Geosoft.ge@gmail.com. თუმცა პროფესიონალური ელ ფოსტის მისამართი (რომელსაც Google Workspace -ით შექმნით) ასე გამოიყურება info@domena.ge ან sales@domena.ge და ზუსტად ისეთია როგორც თქვენთვის უკვე ნაცნობი Gmail.com

კორპორატიული იმეილის მისამართის უპირატესობებია:

  • თქვენი კომპანიის სახელის გაპიარება: თქვენი და თქვენი თანამშრომლების მისამართები მთავრდება ‘@yourcompanyname.ge’, და არა ‘@gmail.com’, “@mail.ru” “@yandex.ru”, “@yahoo.com” ან ‘@outlook.com’.
  • მომხმარებლებს თქვენ მიმართ ნდობა და პატივისცემა უჩნდებათ: როცა მომხმარებლები ხედავენ, რომ გაქვთ პროფესიონალური მისამართი და შესაბამისი დომეინი, მათ ავტომატურად მეტი პატივისცემა უჩნდებათ კომპანიის მიმართ.
  • იმეილ მარკეტინგი ბევრად მარტივი ხდება: თუკი კორპორატიული მეილ მისამართს ფლობთ, მარტივად შეძლებთ იმეილების დაგზავნას იმის ცოდნით, რომ ისინი სპამში არ მოხვდება.

გსურთ დახმარება Google Workspace -ის თქვენ კომპანიაში დანერგვაში? დაგვიკავშირდი

2. Google Cloud-ის აპლიკაციები, რომლებიც თქვენს საქმესთან ჰარმონიაშია.

Google Workspace -ით, თქვენ იღებთ უმაღლესი ხარისხის გუგლის აპლიკაციებს, რომლებსაც ალბათ აქტიურად იყენებთ (პირადი @gmail.com-ის გამოყენებით).

მაგალითად, თქვენ იღებთ Gmail, Google Drive, Google Calendar, Google Meet, Google Editors და სხვას.

მაგრამ ის, რაც არ იცით Google Workspace -ის ვერსიასთან დაკავშირებით, არის ის რომ ეს აპლიკაციები ბევრად უფრო ძლიერია და მოიცავს იმ ფუნქციებს, რაც მათ უფასო ვერსიებში არ მოიპოვება.

მაგალითად ავიღოთ Google Calendar.

უფასო ვერსიაში, თქვენ იღებთ ერთ კალენდარს, სადაც შეგიძლიათ დაგეგმოთ შეხვედრები და ჩაინიშნოთ მნიშვნელოვანი ღონისძიებები.

Google Workspace -ის ვერსიაში კი, თქვენ არა ერთს, არამედ რამდენიმე კალენდარს იღებს – თითო ყველა თქვენი მომხმარებლისთვის.

ეს ფუნქცია განსაკუთრებით გამოსადეგია, თუკი თქვენს კომპანიაში რამდენიმე დეპარტამენტი ან ფილიალია.

Gmail-ის მსგავსად: უფასო ვერსიაში, თქვენ მხოლოდ რეგულარულ ‘@gmail.com’ დაბოლოებას იღებთ, არანაირი ჯგუფური იმეილები და მოცულობითი ინბოქსი.

მაგრამ Google Workspace -სში, Gmail მოიცავს კორპორატიულ ელ. ფოსტის მისამართებს (@YourDomain.ge), ჯგუფურ იმეილებსა და რეკლამებისგან თავისუფალ ინბოქსს.

3. გაიორმაგეთ Cloud საცავი თითო ან ყველა მომხმარებელზე

ყველაფერი, რასაც აკეთებთ, Google Workspace -ი მას Cloud-ზე ინახავს. ეს მოიცავს:

  • ფაილებს Google Drive-ში.
  • იმეილებსა და დრაფტებს Gmail- ში.
  • ჩატებს Google Chat -სა და Google Groups -ში.

ვინაიდან თქვენ ბიზნესში ხართ და მუდმივად გიწევთ ფაილების შექმნა, იმეილების გაგზავნა და ახალი საუბრებისა და ჩატების წამოწყება, თქვენი საცავი საკმაოდ სწრაფად ივსება.

ეს ყველაფერი მაშინ, თუკი Gmail -ის უფასო ვერსიას იყენებთ, რადგან თქვენ მეხსიერების მხოლოდ 15 GB-ს იღებთ.

მაგრამ Google Workspace -ში?

Starter პაკეტი $6 იწყება და 30 GB თავისუფალი საცავი გაქვთ, თუკი Business Standard ან Enterprise პაკეტებს შეიძენთ, მიიღებთ 2TB-დან ულიმიტომდე მეხსიერებას ყველა მომხმარებლისთვის.

ამასთან, ნებისმიერი ფაილი რომელსაც შექმნით, იქნება ეს Docs, Sheets, Slides … თქვენს მეხსიერებას არ დაიკავებს. ეს ერთგვარი ბონუსია!

4. გაძლიერებული Cloud Search ძებნა, რომელიც ყველა კომპანიის ყველა რესურსში ეძებს

თითქმის ყველა თანამშრომელი თქვენს კომპანიაში ბევრ ადამიანთან დაამყარებს კომუნიკაციას. იმეილები, ჩატები, დოკუმენტები და სხვა ტიპის ფაილები მუდმივად გაზიარდება, რაც მათი მოძებნის პროცესს კიდევ უფრო ართულებს.

სწორედ ამ დროს გევლინებათ მხსნელად Google Cloud Search.

ეს ფუნქცია მარტივსა და შესაძლებელს ხდის სწორი ინფორმაციის მოძიებას ნებისმიერ აპლიკაციაში.

როგორც ადმინი, თქვენ შეძლებთ ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის მოძიებას დამოუკიდებლად. თქვენს თანამშრომლებს კი მხოლოდ იმ ინფორმაციების მოძიება შეეძლებათ, რომლებზეც წვდომა აქვთ წინასწარ გაწერილი უფლებებით.

5. Google Marketplace, რომელიც ათასამდე Google Workspace -თან შერწყმად აპლიკაციას გთავაზობთ

Google Workspaces საოცარი ფუნქცია, რომელიც აშკარა უპირატესობას განაცდევინებს მძაფრ კონკურენციაში, უდაოდ G Suite Marketplace-ია.

ეს ნამდვილი აპლიკაციების ბაზარია, სადაც შეგიძლიათ ათასობით თქვენთვის სასურველი აპლიკაცია მოძებნოთ და პირდაპირ G Suite-ში ჩააშენოთ.

ხელმისაწვდომია უამრავი აპლიკაცია. მათ შორის: ბუღალტრული, კონტენტ მენეჯმენტის და საგანმანათლებლო აპლიკაციები.

შეგიძლიათ დააინტეგრიროთ ისეთი სრულყოფილი აპლიკაციები, როგორებიცაა: Slack, Trello, Mondey, Assana, Freshbooks ან Survey Monkey, ან უბრალოდ გამოიყენოთ გაფართოებები, მაგალითად Google Translate, Zoom for Google Calendar და სხვა.

ჯამში, ბაზარი საკმაოდ დიდია და უამრავი აპლიკაციაა თავმოყრილი, რომლებიც შეზღუდული არც ერთი გუგლის პროდუქტისთვის არ არის.

ამავე Google Marketplace-ში, იხილავთ ცალკე სექციებს, სადაც მიუთითებთ, თუ კონკრეტულად რომელი პროდუქტისთვის გსურთ გაფ Save ართოებებისა და დამატებითი აპლიკაციების გამოყენება.

მაგალითად ‘Google Drive-ისთვის’ განკუთვნილ სექციაში, თქვენ ნახავთ ისეთ გაფართოებებს, რომლებიც დრაივში მუშაობას გაგიმარტივებთ. მაგალითისთვის ავიღოთ: MindMup 2 For Google Drive, რომელიც გეხმარებათ შექმნათ ე.წ. “Mind Maps” პირდაპირ დრაივში

6. მოსახერხებელი მომხმარებელთა ანგარიშების მენეჯმენტი

Google Workspace ანგარიშში, შეგიძლიათ შექმნათ იმდენი მომხმარებელი, რამდენიც მოგესურვებათ და თითოეულ მათგანს თავისი იმეილ მისამართი ექნება.

მას შემდეგ, რაც შექმნით ანგარიშს Google Admin პანელიდან, შეძლებთ აირჩიოთ ასევე ის აპლიკაციები, რომლებსაც გამოიყენებთ.

ამასთან, შეგიძლიათ რამდენიმე მომხმარებელი ჩასვათ ერთ ჯგუფში და მართოთ ისინი. ასევე შეგიძლიათ თავად მისცეთ წვდომა ფაილების გაზიარებასა და მესიჯების გაგზავნაზე.

დამატებით, თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ მომხმარებელთა აქტივობას და ნახოთ, იმეილები, რომლებიც გუნდის წევრებმა მიიღეს ან გაგზავნეს.

7. მონაცემთა მენეჯმენტის ფუნქცია Google Vault-თან ერთად

თქვენ და თქვენი თანამშრომლები ისაუბრებთ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, კონფიდენციალურ ფაილებსა და საქაღალდეებზე. ყველა ეს მგრძნობიარე მონაცემი თანდათანობით გროვდება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თქვენს G Suite ანგარიშში.

ამრიგად, ალბათ გსურთ შეინახოთ ეს მონაცემები და დარწმუნდით, რომ იგი სრულყოფილად და მარტივად არის დამუშავებული, იქნება ეს საჭიროება კომპანიის მნიშვნელოვანი პრობლემის თუ იურიდიული საკითხის გადასაჭრელად.

Google Vault სწორედ ამაში დაგეხმარებათ.

გამოიყენეთ Google Vault, რათა:

  • შეინახოთ მონაცემები კონკრეტული პერიოდის განმავლობაში.
  • განათავსოთ მონაცემები ისე, რომ შემთხვევით წაშლა ვერ შეძლოთ – თუნდაც თვითონ.
  • მოძებნოთ და დააექსპორტოთ ისეთი მონაცემები, როგორებიცაა ფაილები, ელ.ფოსტები (მათ შორის სპამი, წაშლილი და დრაფტები). ამასთან ჩატებიც.

ხელმისაწვდომია Business და Enterprise პაკეტებისთვის, Google Vault საუკეთესო ხელსაწყოა თქვენი ბიზნეს მონაცემების შესანახად და სამართავად.

Business Starter მომხმარებლებისთვის შესაზლებელია ცალკე დამატება

8. დამატებითი სერვისები თქვენი Gmail ანგარიშისთვის

სტანდარტულად, თქვენ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის პროგრამებს იღებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუკი Basic პაკეტის გამომწერები ხართ.
თუმცა, შესაძლოა მოვიდეს დრო, როცა დაგჭირდებათ დამატებითი აპლიკაციებისა და ფუნქციების გამოყენება, ისე რომ ახალი პაკეტის არჩევის აუცილებლობა არ დადგეს. Google Workspace -ის წყალობით, ეს ყველაფერი შესაძლებელია.

ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, არის ადმინის პანელიდან “Add New Services” გვერდზე გადასვლა.

აქ შეგიძლიათ მრავალი აპლიკაციიდან აირჩიოთ თქვენთვის სასურველი და დაამატოთ თქვენს ანგარიშს.

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ისეთი სერვისებით, როგორებიცაა:

  • Google Analytics.
  • Google Vault.
  • Google Cloud Search.
  • Google Drive Storage.
  • YouTube.
  • Blogger.
  • … და სხვა

ამ სერვისების ჩართვა შესაძლებელია იმდენი მომხმარებლისთვის, რამდენიც გსურთ.

9. რეკლამებისგან თავისუფალი და რეპონსიული აპლიკაციები, რომლებიც ოფლაინაც მუშაობენ

ყველაზე დიდი უპირატესობა Google Workspace -ისა არის ის, რომ თითქმის ყველა აპლიკაცია, იქნება ეს PC/Laptop-ზე თუ თქვენს ბრაუზერში – ასევე მუშაობს მობილურზეც.

არ აქვს მნიშვნელობა, რა ტელეფონი გაქვთ. იქნება ეს ეფლის პროდუქტი თუ ანდროიდის სმარტფონი, G Suite-ის მაღალი ხარისხის, ულამაზესი დიზაინით შექმნილი მობილური აპლიკაციები ნებისმიერი ტიპის ტელეფონზე იმუშავებს.

ეს გაძლევთ ასევე საშუალებას, რომ იმუშავოთ დისტანციურად, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შორს ხართ თქვენი კომპიუტერისგან.

ამასთან, თქვენ არ დაგჭირდებათ დამატებითი აპლიკაციების დაინსტალირება თქვენ კომპიუტერზე. ყველა პროგრამა, განსაკუთრებით კი Google Docs, Sheets, Slides ოფლაინაც ხელმისაწვდომია.

თუ არ გაქვს პერსონალური კომპიუტერი, თქვენ სწრაფად შეგიძლიათ თქვენი სამუშაოს ტაბლეტზე გადატანა. თუკი მხოლოდ ტელეფონის ამარა ხართ, დააინსტალირეთ საჭირო აპლიკაციები (მათ შორის G Suite ადმინ პანელი) და შეუდექით მუშაობას.

და კიდევ, იცოდით, რომ ყველა Google Workspace აპლიკაცია რეკლამებისგან თავისუფალია?

10. Security Dashboard-ი, რომელიც გაჩვენებთ, რამდენად უსაფრთხოა თქვენი Google Workspace გარემო

დროთა განმავლობაში, თქვენი G Suite გარემო ფართოვდება. მოიცავს მეტ მომხმარებელს, მეტი ელ.ფოსტასა და მეტ ფაილს. ამრიგად, თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ იცოდეთ რამდენად უსაფრთხოდ არიან თქვენი მომხმარებლები და თქვენი G Suite მონაცემები.

მისათვის G Suite მომხმარებლებს უსაფრთხოების პანელით უზრუნველყოფს.

თქვენს დეშბორდზე, შეგიძლიათ აკონტროლოთ მთელი G Suite ანგარიში და აკონტროლოთ უსაფრთხოების შესაძლო დარღვევები, რომლებსაც შეიძლება წააწყდეთ. ამის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ ხედავთ, G Suite ანგარიშის კონკრეტულად რომელი სფეროები არის კომპრომეტირებული და სად დაგჭირდებათ დამატებითი უსაფრთხოების ზომები

აქ მოცემულია რამდენიმე მაგალითი, იმისა, თუ რას გთავაზობთ G Suite უსაფრთხოების დაფა:

  • რამდენი სპამის შეტყობინება, მავნე პროგრამა და ფიშინგის ელ.ფოსტა გაუგზავნეს მომხმარებლებს თქვენი G Suite ანგარიშით.
  • რამდენი წარუმატებელი მცდელობა განხორციელდა კონკრეტული ანგარიშისთვის.
  • რა ტიპის მოქმედებები ხორციელდება გატეხილი მოწყობილობებისგან, მაგალითად, გატეხილი iPhone ან დარუთული Android- ით.

ზოგადად, უსაფრთხოების დეშბორდი მოიცავს 10-ზე მეტ ცნობას, რომელთა ინციდენტების დალაგება შესაძლებელია დღის, კვირისა და თვის მიხედვით.

უსაფრთხოების რისკების აღმოჩენისთანავე შეგიძლიათ იმოქმედოთ პანელიდანვე. მაგალითად, შეგიძლიათ წაშალოთ სპამი შეტყობინებები, გამორთოთ ფაილების გაზიარება და თქვენი მომხმარებლებისთვის ჩართოთ 2FA (2-ფაქტორიანი ავტორიზაცია).

11. შესაძლებლობა, მიანიჭოთ მომხმარებლებს სხვადასხვა როლები

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი Google Workspace გარემოს მართვა ძალიან შრომატევადია, შეგიძლიათ G Suite – სთან დაკავშირებული გარკვეული ამოცანების დელეგირება თქვენი კომპანიის სხვა კოლეგებთან , რომლებსაც ენდობით.

თქვენ შეგიძლიათ გაანაწილოთ მომხმარებლების როლი ორი გზით:

  • წინასწარ განსაზღვრული როლები: თქვენს ადმინ პანელში შეგიძლიათ ნახოთ, რომ კონკრეტული როლები უკვე მზადაა და ხელმისაწვდომია იმისათვის, რომ სხვებს გადააბაროთ.
  • მომხმარებლის როლები. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პერსონალური როლები მომხმარებლისთვის, რაც მათ საშუალებას მისცემს მიიღონ საჭირო ფუნქციები.

თუ გსურთ მომხმარებლის სრული კონტროლი მის Google Workspace გარემოზე, შეგიძლიათ მათ მიანიჭოთ Super Admin როლი.

თუ გსურთ მომხმარებლის კონტროლი დანიშნოთ კონკრეტულ ორგანიზაციაზე ან ჯგუფზე, შეგიძლიათ დანიშნოთ ისინი ჯგუფის ადმინისტრატორად.

ანალოგიურად, სხვა როლებიც ასევე ხელმისაწვდომია, მაგალითად, მომხმარებლის ადმინისტრატორი, სერვისის ადმინისტრატორი, მობილური ადმინისტრატორი და სხვები, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ უსაფრთხოდ მიანდოთ მენეჯმენტი, დავალებების შესრულება და სხვა აქტივობები თქვენს თანამშრომლებს.

და თუ გსურთ მომხმარებლის მიანიჭოთ ისეთი როლი, რომელიც წინასწარ განსაზღვრული არ არის, შეგიძლიათ მისთვის მისანიჭებელი პრივილეგიები .

მომხმარებლის პრივილეგიებით თქვენ საშუალებას მისცემთ მომხმარებელს განახორციელოს გარკვეული მოქმედებები და შეუზღუდავს მათი შესრულების შესაძლებლობას სხვებს.

მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ მიანიჭოთ მომხმარებელს შესაძლებლობა, მოძებნოს და დააექსპორტოს მონაცემები Google Vault-იდან, ან შეუზღუდოთ მათ მონაცემთა ქონის ან ნახვის შესაძლებლობა.

12. წვდომის გამჭვირვალობა კომპანიის მომხმარებლებისთვის (ეს აჩვენებს რა მოქმედებებს ასრულებს Google პერსონალი თქვენი მონაცემებით)

როცა საქმე ეხება მომხმარებელთა აქტივობის მონიტორინგს, არც ერთი ინსტრუმენტი არ არის ისეთივე ეფექტური, როგორიცაა G Suite. რამდენიმე კლიკით, თქვენ შეძლებთ იხილოთ ვინ ბეჭდავს იმეილებს, აზიარებს ფაილებს და ცვლის პარამეტრებს.

მაგრამ, იცით თუ არა, რომ თუ ხართ Enterprise პაკეტის მომხმარებელი, ასევე შეგიძლიათ აკონტროლოთ რა ქმედებებს ახორციელებს Google Staff-ი თქვენი მონაცემებით?

დიახ, არ მოგესმათ.

როგორი მოქმედებაც არ უნდა განახორციელოს Google- მა თქვენს მონაცემებთან, შეგიძლიათ ნახოთ იხილოთ თქვენს ჟურნალებში.

თქვენ მიიღებთ სრულ ინფორმაციას:

  • მონაცემები, რომლებზეც განხორციელდა მოქმედება
  • დეტალები, თუ რა ქმედება განხორციელდა – და როდის.
  • მოქმედების მიზეზი.
  • ინფორმაცია პერსონალის შესახებ, რომელმაც მიიღო აქცია, მათი ადგილმდებარეობის შესახებ და ა.შ.

თუ თქვენ გაქვთ საჩივარი Google Staff- ის წევრის მიერ განხორციელებულ ქმედებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Google მხარდაჭერას და მოითხოვეთ მეტი დეტალები, თუ რატომ განხორციელდა ეს ქმედება.

ხშირ შემთხვევაში, მიზეზი თუ რატომ იქცევა Google Staff ასე, არის ის, რომ თქვენ ან თქვენმა ერთ-ერთმა მომხმარებელმა შესაბამისი პრივილეგიებით მოითხოვა შესაბამისი ქმედება.

13. სპამის, მავნე პროგრამების და ფიშინგის დეტექცია

Google Workspace -სში თქვენ და თქვენი თანამშრომლები მუდმივად გაგზავნით და მიიღებთ ფაილებსა და იმეილებს.

თუმცა პრობლემა არის ის, რომ ზოგიერთი ასეთი იმეილი აუცილებლად შეიცავს სპამს, მავნე პროგრამასა თუ შესაძლო ფიშინგის შემთხვევას.

ეს საკმაოდ სარისკო ფაქტია და შესაძლოა სენსიტიური ინფორმაციის გაჟონვა მესამე პირებთან გამოიწვიოს.

ამისგან თავდასაცავად, Google Workspace იყენებს ძლიერ სკანერს, რათა იპოვოს მავნე ფაილები, იმეილები და ა.შ.

Google-ს თუ დავუჯერებთ, მათ:

  • აქვთ 99.99% წარმატება სპამის აღმოჩენის დროს.
  • გააჩნიათ ავტომატური სკანირების ფუნქცია – რომელიც ბლოკავს ისეთ ფორმატებს, როგორებიცაა: .BAT, .CMD, .EXE, .MSC, .MSI და სხვა.
  • შეუძლიათ ფიშინგ საიტების აღმოჩენა.ვინაიდან ყველაფერი ქლაუდზე ინახება, თქვენ დარწმუნებულები შეგიძლიათ იყოთ, რომ თქვენი კომპიუტერი, ტელეფონი თუ სხვა მოწყობილობა, რომლითაც G Suite-ის იყენებთ – ვირუსებისგან თავისუფალია

14. აირჩიეთ კონკრეტული რეგიონი, სადაც გსურთ Google Workspace მონაცემების შენახვა.

გუგლის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფუნქცია, რომელიც გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ, თუ სად შეინახოთ თქვენი მონაცემები.

ეს განსაკუთრებით სასარგებლოა კომპანიის პოლიტიკისთვის, ქვეყნის კანონისა თუ სხვა ტიპის აკრძალვისთვის, რომელიც აღკვეთს მონაცემთა შენახვას სპეციფიკურ რეგიონებში.

აპლიკაციები, რომელთა მონაცემების სხვადასხვა რეგიონებში შენახვა არის შესაძლებელი:

  • Calendar
  • Drive
  • Forms
  • Gmail
  • Google Docs, Sheets and Slides
  • Google Chat
  • Sites
  • Forms

შეგიძლიათ თქვენი მონაცემები შეინახოთ აშშ-ში, ევროპაში ან გლობალურად.

ამასთან, ნებისმიერ დროს შეძლებთ შეცვალოთ მონაცემთა რეგიონები. მონაცემები ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს.

15. ინფორმაციის გაჟონვის დეტექტორი, DLP (Data Loss Prevention) Gmail-სა და Drive-ში

თქვენს ბიზნესში, შესაძლოა მოგიწიოთ სენსიტიურ მონაცემებთან წვდომა. მაგალითად, თუკი ონლაინ მაღაზიას მართავთ, თქვენ აუცილებლად გექნებათ შეხება საკრედიტო ბარათების ინფორმაციასთან. თუკი სამოგზაურო კომპანიას მართავთ, პასპორტის ციფრები და სხვა სენსიტიური ინფორმაციის დაცვა მოგიწევთ.

თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ ამ ტიპის ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვა.

.სწორედ ამისთვის არსებობს გუგლის DLP Data Loss Prevention (მონაცემთა გაჟონვის პრევენცია) სერვისი, რომელიც Google Workspace Enterprise -ში შედის.

ის ასკანერებს მონაცემებს, რომლებსაც მომხმარებელი გიზიარებთ Gmail-სა თუ Drive-ში – თუკი ის შეიცავს სენსიტიურ ინფორმაციას, როგორიცაა საკრედიტო ბარათი ან სოციალური უსაფრთხოების ინფორმაცია – ის ავტომატურად ბლოკავს მას გაზიარებისგან.

ეს უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთი შრეა.

საბოლოო ჯამში, არსებობს 90-ზე მეტი წინასწარ განსაზღვრული ინფორმაციის დეტექტორი,რომელიც აქ შედის. სურვილისამებრ, შეგიძლიათ შექმნათ თქვენი პირადი დეტექტორიც.

საბოლოო შეხედულება, შეჯამება

ვიმედოვნებთ, ეს ფუნქციები Google Workspace -ის შესაძლებლობებს კარგად გაჩვენებთ.

იქნება ეს საოცარი მარკეტფლეისი თუ მონაცემთა შენახვის ფუნქცია, Google Workspace -ს, ჩვენი მოკრძალებული აზრით, ყველაფერი აქვს.

იმისათვის, რომ დაიწყოთ, თქვენ მიიღებთ 14 დღე საცდელად უფასოდ, რათა გამოსცადოთ Google Workspace. თუკი მოგეწონათ, შეგიძლიათ შეიძინოთ მისი რამდენიმე პაკეტიდან ერთ-ერთი.

1.5 min read / Published On: იანვარი 29th, 2021 / Categories: Google Workspace /

გამოიწერე სიახლეები

გამოიწერე სიახლეები Google, Microsoft, Zoho და Synology NAS სერვერების შესახებ