Microsoft
Microsoft-მა კომპიუტერის იდეა წარმოსახვისგან რეალობად აქცია და დღემდე ინარჩუნებს უდიდესი კომპიუტერული პროგრამების დისტრიბუტორის სტატუსს, თუმცა პირველობისთვის რბოლაში მას ბევრი სხვა კომპანია უსწრებს.
Microsoft-ის პროდუქტები ძირითადად იაფი და ხელმისაწვდომია, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღესდღეობით მასზე ბევრად ინოვაციური ტექნოლოგიებიც გვევლინება.
Apple
უდავოა, რომ apple უმაღლესი ხარისხის, თუმცა ძვირადღირებულ პროდუქტებს ქმნის. არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება ეფლის უახლესი პროდუქტის ფასი, ერთგული მომხმარებლები მას მაინც აუცილებლად შეიძენენ. ამ მოვლენას ხუმრობით საკუთარი ტერმინიც კი მოუფიქრეს – iSheep. ეს ტერმინი სწორედ ზემოთ აღნიშნულ მომხმარებლებს აღწერს. Sheep ითარგმნება, როგორც ცხვრები, ხოლო მის წინ მდგარი i მიანიშნებს ეფლის ცნობილ პროდუქტებზე (iPad, iPhone).
Apple-ის ბრენდ ნეიმი საკმაოდ დიდია, ასე რომ ეფლის პროდუქტების ფლობა დღეს საკმაოდ პრესტიჟულად ითვლება.
Google მთელს მსოფლიოში ნომერ პირველი რეკლამერია. თითქმის ყოველი ჩვენგანი, ნებისმიერი კომერციული თუ სხვა მიზნის განსახორციელებლად მიმართავს მას, თუმცა მმნიშვნელოვან უპირატესობას იგი თავისი საძიებო სისტემით იხვეჭს.
Google-ის საძიებო სისტემა უზარმაზარი და ამავდროულად უმარტივესია მთელს მსოფლიოში.
ყოველდღიურობაში ყველაზე ხშირად ადამიანთა უმრავლესობა იყენებს Google -ის სხვადასხვა სერვისებს.
Google Search, YouTube, Gmail, Google Drive, android Smartphones, Google Maps, Chrome, Google Photos, Google Translate-ს და სხვა, სია საკმაოდ გრძელია, ვრცლად იხილეთ ბმულზე
https://about.google/products/
და მაინც, რომელი უფრო გიგანტური და სასარგებლოა?
Google, Microsoft და Apple გიგანტი კომპანიებია და ამიტომ ძნელია მათგან საუკეთესოს გამოყოფა, თუმცა ცხადია, რომ Google ყველაზე მეტად აკმაყოფილებს მომავლის კრიტერიუმებს, მითუმეტეს თუ გადავხედავთ სიას
https://about.google/products/
ასე რომ, დასკვნა თქვენთვის მოგვინდია! :)