იცოდით, რომ Google Docs-ის დახმარებით თითქმის ნებისმიერი ტიპის ფაილის ტექსტურ დოკუმენტად დაკონვერტირება შეგიძლიათ?
ვიდრე პროცესს შეუდგებოდეთ, იხილეთ რამდენიმე კრიტერიუმი:
- ფაილის ზომა 2mb-ზე ნაკლებია
- მხარდაჭერილი ფაილის ტიპებია: .jpeg, .png, .gif და.pdf
- ფაილში არსებული ტექსტი 10 px ზომის უნდა იყოს
- კონვერტირებისას შესაძლოა: სიების, header და footer ფორმატირება დაიკარგოს.
- ახლა კი, ფორმატირების დროა!
ატვირთეთ დასაკონვერტირებელი ფაილი Google Docs-ში. დააჭირეთ მარჯვენა ღილაკს, აირჩიეთ “open with” -> “Google Docs”.
შენიშვნა: შესაძლოა, სხვადასხვა ბრაუზერებში დოკუმენტი მხოლოდ ცარიელ ფურცლად გამოჩნდეს, თუმცა თუკი ფაილს Google Drive-ში გახსნით, სამუშაო ვერსია აუცილებლად გამოჩნდება.
რამდენიმე წუთში, თქვენი დოკუმენტი სამუშაო Google Doc ფაილად იქცევა.
კონვერტირების პროცესი დასრულდა. შეგიძლიათ, Google Doc ფაილი ნებისმიერ ფორმატად გამოიყენოთ.