ცადე უფასოდ
Zoho Mail

Zoho Mail ბიზნესისთვის

დაჰოსტეთ თქვენი ბიზნეს ელ. ფოსტა დაშიფრულ, უსაფრთხო და რეკლამებისგან თავისუფალ ელ. ფოსტის სერვისზე.

Register Zoho Mail

Geosoft

Zoho Workplace Expert
591 111 903
Thank you for your message. It has been sent.
There was an error trying to send your message. Please try again later.

By submitting my data I agree to be contacted

განუმეორებელი უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის სისტემა

Zoho-მეილის მონაცემთა ცენტრებს უმაღლესი დონის უსაფრთხოებისა და მეთვალყურეობის სისტემა აქვთ, საიმედო 99.9% გარანტიით. უნიკალური, უსაფრთხო იმეილ ჰოსტინგი დაშიფრვის ორ გზას გთავაზობთ – როგორც rest, ასევე end-to-end დაშიფრვას. მეტიც, შეტყობინებების დაშიფრვისთვის Zoho S/MIME ტექნოლოგიას იყენებს.

მოითხოვე კონსულტაცია

მიიღე პროფესიონალური ელ. ფოსტის მისამართი

name@yourdomain

კონკრეტული ბიზნესისთვის სპეციალურად შექმნილი ელ. ფოსტის მისამართი თქვენს მომხმარებლებს განსაკუთრებული ნდობითა და სიმპატიით განმსჭვალავს. მიიღეთ თქვენი ბიზნესის შესაფერისი ელექტრონული ფოსტის მისამართი Zoho-ს დახმარებით.

მოითხოვე კონსულტაცია

უნიკალური კონტროლის პანელი

Zoho მეილის უნიკალური კონტროლ პანელის საშუალებით, თქვენი მეილის ნებისმიერი პარამეტრის კონფიგურირებას შეძლებთ. იქნება ეს – მომხმარებლების დამატება, მათი დაჯგუფება, უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება იმეილ კონტენტისთვის თუ სხვა.

მოითხოვე კონსულტაცია

ელ. ფოსტის შენარჩუნება და ელექტრონული აღმოჩენა – e-Discovery

შეინახეთ თქვენი ელ. ფოსტის მონაცემები თქვენი ორგანიზაციის მასშტაბით გარკვეული პერიოდით და დაიცავით თავი არასასურველი შემოტევებისგან. e-Discovery უზრუნველყოფს მსგავსი მონაცემების დეტექციას და უმალ გატყობინებთ არსებული საფრთხის შესახებ.

მოითხოვე კონსულტაცია

მეილი თქვენს მობილურში

აწარმოეთ ბიზნეს კომუნიკაციები მაშინაც კი, როცა საკუთარ სამუშაო მაგიდასთან არ იმყოფებით. Zoho-ს აპლიკაციები: Mail, Mail Admin და Streams – გიმარტივებთ კომუნიკაციის პროცესს, რათა ყოველთვის თქვენი სამუშაო ყოველთვის პროდუქტიული და ამასთანავე, კომფორტული იყოს.

Android ios

მოითხოვე კონსულტაცია

Streams – ახალი სიტყვა ელ. ფოსტის ისტორიაში

ცოტაოდენი სოც. მედია თქვენი ელექტრონული ფოსტისთვის. Streams-ი გეხმარებათ, ელექტრონული წერილების ჯაჭვს დაამატოთ კომენტარები, მონიშნოთ თქვენი თანამშრომლები, გააზიაროთ ფაილები, გაანაწილოთ დავალებები ციფრულად და სხვა. – ეს ყველაფერი კი, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ინბოქსიდან.

მოითხოვე კონსულტაცია

Zoho -ს მნიშვნელოვანი ფუნქციები

უსაფრთხოება

სრული კონტროლი თქვენი მეილის მონაცემებზე. Zoho -ს უსაფრთხოების სისტემა უზრუნველყოფს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას.

მარტივი მიგრაცია

გადმოერთე ჰოსგინგის მეილიდან Zoho Mail -ის უსაფრთხო ქლაუდ სერვისზე ჩვენი უსაფრთხო მიგრაციის ხელსაწყოებით: POP/IMAP.

იმეილი და CRM

ინტეგრირდით Zoho CRM-ზე, რათა შეძლოთ გაყიდვების ოპტიმიზირება. გამოიყენეთ Zoho-ს ყველა შესაძლებლობა და ჩააშენეთ მასში მესამეული პლიკაციები.

ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები

ჩვენ ვართ პარტნიორები: Google Cloud, Microsoft, Zoho Workplace, Synology. გთავაზობთ მოწინავე  ღრუბლოვან  გადაწყვეტილებებს.

ხშირად დასმული კითხვები

რით განსხვავდება ბიზნეს ელ.ფოსტა პერსონალური ელ.ფოსტისგან?

პერსონალური იმეილი საუკეთესო გადაწყვეტაა მათთვის, ვისაც მოკლევადიანი ან თუნდაც ერთჯერადი კომუნიკაცია სურს თავის ახლობლებთან ან ოჯახის წევრებთან. ბიზნეს იმეილი კი გეხმარებათ თქვენს ბიზნესში ჩართული დიდი გუნდის მართვასა და მენეჯმენტში. იგი გთავაზობთ დიდ ელექტრონულ სივრცეს თქვენი ფაილების შესანახად, გარანტირებს მონაცემთა უსაფრთხოებას და გთავაზობთ კომფორტულ საკონტროლო პანელს, რათა ნებისმიერი ცვლილების განხორციელება მარტივად და კომფორტულად შეძლოთ.

რა არის ბიზნეს ელ.ფოსტა?

ბიზნეს მეილი ელ.ფოსტის ანგარიშია, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესისა და ბიზნეს კომუნიკაციის საწარმოოდ. იგი შექმნილია სპეციალურად მათთვის, ვისაც გუნდში მუწაობა ხშირად უწევს. ბიზნეს იმეილის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი ბიზნესისთვის შესაფერისი პირადი მისამართი, რაც მომხმარებლების ნდობის მოპოვებაში დაგეხმარებათ და თქვენს ბიზნესს უფრო პროფესიონალურ იერს მისცემს.

როგორ მოვახდინო მიგრაცია არსებული პროვაიდერისგან?

Zoho Mail გთავაზობთ ინტუიტიურ მიგრაციის ხელსაწყოებს. ხარვეზების თავიდან ასაცილებლად, Zoho-ს მიგრაციის მხარდაჭერის ჯგუფი თქვენთვის 24/7-ზე მუშაობს. ეს ელ.ფოსტა ასევე უზრუნველყოფს თქვენს კალენდარში ჩანიშნული ღონისძიებების სინქრონიზირებასა და PST ფაილების უსაფრთხო გადაადგილებას.

რა უპირატესობა აქვს იმეილის ჰოსტინგ სერვისს პერსონალურ იმეილ სერვერთან შედარებით?

იმეილ სერვერის დაცვა და მისი არასასურველი დაცვა DDOS და სპამ შემოტევებისგან საკმაოდ რთული პროცესია. როცა საკუთარ ბიზნეს იმეილს ჰოსტთან ერთად ქმნით, ამ პროცესებზე ფიქრი და ნერვიულობა აღარ გიწევთ. იმეილ ჰოსტები ამ საქმეს გიმარტივებენ და თქვენ ნაცვლად აკეთებენ. თქვენ მიერ ჰოსტისთვის გაცემული უფლებების შესაბამისად, ჰოსტები ზედმეტ თავისტკივილს აგარიდებენ, რაც გაძლევთ საშუალებას, უფრო მნიშვნელოვან საქმეებზე კონცენტრირდეთ.

რა არის იმეილ ჰოსტინგი?

იმეილ ჰოსტინგი სპეციალურად ელექტრონული ფოსტისთვის განკუთვნილი სერვერებია, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრონულ ფოსტას, როგორც ინდივიდუალური პირებისათვის, ასევე ბიზნესებისათვის. იმეილ ჰოსტინგი უზრუნველყოფს ინდივიდუალური, პერსონალიზირებული მისამართების შექმნას და გთავაზობთ უსაფრთხო წვდომას თქვენს მონაცემებზე. ასევე გიცავთ სპამისა და ვირუსების თავდასხმისგან.

გაეცანით სიახლეებსა და სერვისების შესაძლებლობებს ჩვენს ბლოგზე

ვრცლად