პირველი შთაბეჭდილებები მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ბიზნესში, როდესაც თქვენი საბოლოო მიზანი კლიენტებისა და მომხმარებლების მოზიდვაა. ეს განცხადება კიდევ უფრო ზუსტია, როდესაც საქმე ეხმიანება ელექტრონული ფოსტით ბიზნეს კომუნიკაციას, რადგან მომხმარებლები დიდ ყურადღებას აქცევენ იმათ, თუ რა მოდის მათ ინბოქსში. არასასურველი წყაროებისგან სპამები და სარეკლამო შეთავაზებები ხალხს ახალი წერილების მიმართ სკეპტიკურად განაწყობს, და სწორედ ამიტომ არის საჭირო პროფესიონალური ელ ფოსტის მისამართი.

ჯეოსოფტი უზრუნველყოფს თქვენი კომპანიის მიგრაციას Google Workspace გარემოში.

ჩვენ წარმოგიდგენთ რამდენიმე მარტივ მაგალითს იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიონალური იმეილ მსამართის ქონა. წარმოიდგინეთ, რომ ეძებთ საუკეთესო ქორწილის ფოტოგრაფს და რა თქმა უნდა გსურთ იყოს პროფესიონალი, თანაც ხელმისაწვდომ ფასად. სანამ თქვენ ეძებთ და ბევრი უხარისხო არჩევნით ღიზიანდებით, სწორედ მაშინ გივარდებათ ხელში იღბალი და პოულობთ იმ ერთს.

თქვენ ათვალიერებთ ონლაინ კატალოგს უკვე დასრულებული პროექტებისა ქორწილის ფოტოგრაფების მიერ და ისინი შესანიშნავად გამოიყურებიან. ასევე გაკმაყოფილებთ თანხა და აპირებთ მის აყვანას, ვიდრე – ხედავთ მის ელ ფოსტას mike.huhuh.@hotmail.com. დარწმუნებული ხართ, რომ კვლავ გსურთ მისი დაქირავება?

ახლა მოდით გადავიდეთ უფრო პროფესიონალურ გარემოში, მაგალითად, ვორქშოფზე ან სემინარზე დამწყები სტარტაპებისთვის. თქვენ აქ მოხვდით თქვენი ახალი პროექტის თანამშრომლების მოსაძებნად. თუმცა ვერ ახერხებთ ისეთი ადამიანის პოვნას, რომელიც თქვენს ხედვას იზიარებს.

შემდეგ კი ხვდებით ემილის, რომელიც ძალიან მონდომებული გრაფიკული ინჟინერია და თქვენი იდეებისა კარგად ესმის. თქვენ იწყებთ მასთან ლაპარაკს, თუმცა გაწვდით სავიზიტო ბარათს იმეილით ema_xoxo_16@yahoo.com. კვლავ აპირებთ მასთან პროფესიონალური ურთიერთობის გაგრძელებას?

ელექტრონული ფოსტის მისამართი მნიშვნელოვანია, რადგან ეს თქვენი ბიზნესის გაფართოებას შეუწყობს ხელს. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, გარეგნობამ შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ბევრ რამეზე და თუ გსურთ თქვენს სფეროში ბრენდისა და რეპუტაციის შექმნა, მაშინ აუცილებლად უნდა გქონდეთ პროფესიონალური ბიზნეს იმეილ ანგარიში.

GoDaddy- მა გამოკითხა თავისი მომხმარებლები, გამოკითხვის შედეგად, 75 პროცენტმა განაცხადა, რომ ელექტრონული ფოსტის მისამართი ბიზნესის ნდობის გასაღებია. როგორც ბიზნესის მფლობელი, თქვენ უნდა უზრუნველყოთ და მოაწესრიგოთ ეს საკითხი, ვიდრე ის თქვენი კომპანიის დაზიანებას გამოიწვევდეს. თქვენ ვერ შექმნით ბრენდს, თუკი არ გსურთ მასში ინვესტირება.

როგორ დავარეგისტრიროთ და გავააქტიუროთ Google Workspace

Google Workspace -ის რეგისტრაციისთვის ჩვენ საიტზე დააჭირეთ ღილაკს ცადე უფასოდ

შეავსეთ შესაბამისი აიცილებელი ველები

მითითებულ ელ ფოსტაზე მიიღებთ რეგისტრაციისთვის საჭირო ბმულს, სადაც შეიყვანთ Administrator-ის პაროლს

როგორ გავააქტიუროთ Google Workspace კომპანიის დომენზე TXT Record

მას შემდეგ რაც მიიღებთ შეტყობინებას მეილზე და დააყენებთ ადმინისტრატორის პაროლს, აუცილებელია გააქტიუროთ თქვენს დომეინზე

შედიხართ თქვენი დომეინის მართვის პანელში CPanel, DirectAdmin, Plesk ან სხვა.

ამატებდ TXT ჩანაწერს დაახლოებით ასე

Domain Verification Add the TXT record below to the DNS configuration for Domena.ge.  (თქვენი დომეინი)
google-site-verification=iEQFIalSVWpHA-BURtaGE7jX_kJgh2Au8alBqv2rCa5ulA

MX Record – ჩანაწერები, რათა მიიღოდ მეილები ახალ ფოსტაზე

მას შემდეგ რაც მიიღებთ შეტყობინებას მეილზე და დააყენებთ ადმინისტრატორის პაროლს, აუცილებელია გააქტიუროთ თქვენს დომეინზე

შედიხართ თქვენი დომეინის მართვის პანელში CPanel, DirectAdmin, Plesk ან სხვა.

ამატებდ MX ჩანაწერს დაახლოებით ასე

Name/Host/Alias Time to Live (TTL*) Record Type Priority Value/Answer/Destination
Blank or @ 3600 MX 1 ASPMX.L.GOOGLE.COM.
Blank or @ 3600 MX 5 ALT1.ASPMX.L.GOOGLE.COM.
Blank or @ 3600 MX 5 ALT2.ASPMX.L.GOOGLE.COM.
Blank or @ 3600 MX 10 ALT3.ASPMX.L.GOOGLE.COM.
Blank or @ 3600 MX 10 ALT4.ASPMX.L.GOOGLE.COM.

დახმარებისთვის დაგვიკავშირდი

TXT Record SPF – რათა ჩვენი გზავნილები იყოს ვალიდური და ავტორიზებული

იმისთვის რომ ჩვენი გზავნილები იყოს ავტორიზებული და ვალიდური და არ მოხვდეს სპამში, აუცილებელია დომეინის DNS მენეჯერში ჩავამატოთ

შედიხართ თქვენი დომეინის მართვის პანელში CPanel, DirectAdmin, Plesk ან სხვა.

ამატებდ TXT ჩანაწერს დაახლოებით ასე

v=spf1 include:_spf.google.com ~all

როგორ შევქმნათ პროფესიონალური ბიზნეს მეილი კომპანიის დომეინზე

სტატიის ამ ნაწილში, ჩვენ ვაპირებთ ვუპასუხოთ კითხვას, თუ როგორ უნდა შექმნათ პროფესიონალური ელ.ფოსტის ანგარიში. მაგალითად Google Workspace (წარსულში G Suite და Google Apps სახელით ცნობილი) გამოვიყენებთ, რომელიც ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროდუქტი და სანდო პროვაიდერია.

ეს არის ჩამონათვალი სერვისებისა, რომელსაც მიიღებთ Google Workspace კორპორატიული email account-ით:

  • თქვენი პროფესიონალური ელ.ფოსტის მისამართი თქვენივე კომპანიის დომეინით
  • უსაფრთხოება
  • სპამის ავტომატური დაბლოკვა
  • 30 GB ადგილი ყველა იმ თანამშრომლისთვის, რომელიც იყენებს პროფესიონალურ ექაუნთს.
  • დაახლ. 30-მდე იმეილ ფსევდონიმი
  • Gmail აპლიკაცია, რომელიც შეესაბამება თქვენს მობილურ ტელეფონს და ყველა სხვა მოწყობილობას
  • ინტეგრაცია და სინქრონიზაცია Outlook და სხვა Mail Client -ებთან
  • წვდომა მრავალ აპლიკაციასთან (Google Chat, Google Calendar, Google Drive და სხვ.),
  • 24/7 დახმარება
  • საუკეთესო ხარისხი

ახლა გადავიდეთ ნაბიჯ ნაბიჯ პროცესზე:

პროფესიონალური ელ-ფოსტის მისამართის ქონა მეტ თავდაჯერებულობას შეგმატებთ

ნებისმიერი ბიზნესის მსგავსად, რომელსაც სურს ბაზარზე განვითარება და კეთილდღეობის მოპოვება, თქვენც ასევე უნდა მოიპოვოთ თქვენი კლიენტების ნდობა და პროფესიონალური ელ.ფოსტის გაკეთება ამ მიზნისკენ საკმაოდ მნიშვნელოვან ნაბიჯად ჩაითვლება. დღეს ყველა ლაპარაკობს მარკეტინგის მენეჯმენტზე, რადგან სწორედ ასე მიაღწევთ წარმატებას ბაზარზე, და ის შეიძლება მნიშვნელოვნად არ გეჩვენოთ, აღმოჩნდეს სწორედ ის, რომელიც რადიკალურ ცვლილებებს მოახდენს. პროფესიონალური ელ.ფოსტის გახსნა და საწარმოს ელ.ფოსტის სწორი Enterprise გადაწყვეტილებების მიღება ერთ – ერთი იმ მცირე დეტალია, რომელსაც დიდი ცვლილებების მოხდენა შეუძლია.

თქვენ ბიზნეს იმეილი თქვენი კომპანიის სავიზიტო ბარათად უნდა აღიქვათ. განლაგება და ხელმოწერა უნდა იყოს პროფესიონალური და ინტუიციური. რადან მათ ევალებათ მიაწოდონ ყველა საჭირო და ძირითადი ინფორმაცია თქვენს კლიენტებს. ასე შეგიძლიათ შექმნათ ბრენდის ცნობიერება და მოიპოვოთ მომხმარებლების ნდობა.

ჩვენი კომპანია Geosoft , რამდენიმე წელია უზრვუნველყოფს კორპორატიული მელების შექმნასა და მიგრაციას ისეთ ქლაუდ გადაწყვეტილებებში როგორიცაა: Microsoft 365, Zoho Mail და Google Workspace

ანგარიშის მართვა მას შემდეგ რაც ელექტრონული ფოსტის მისამართს შექმნით

თუ თქვენ ბიზნესის კეთება დამოუკიდებლად დაიწყეთ, ახლა კი 10 ზე მეთი თანამშრომელი გყავთ, დროა თქვენი კომპანიის რამდენიმე ასპექტი განაახლოთ და გააუმჯობესოთ. თქვენი ბიზნესის ზრდასთან ერთად, ბუნებრივია, იზრდება თქვენი გუნდი და თანდათან, განახლებული ბიზნეს ანგარიშის აუცილებლობა კიდევ უფრო აშკარა ხდება.

მას შემდეგ, რაც შექმნით იმეილის ანგარიშს და აირჩიეთ საუკეთესო პროფესიონალური ელ-ფოსტის მისამართი, თქვენ უკვე შეგიძლიათ მართოთ იგი. მოდით, ვთქვათ, რომ თქვენ გაქვთ რამდენიმე ელ-ფოსტის მისამართი და თქვენ ყველაფრისთვის თვალყურის დევნება გიძნელდებათ. email client-ით გეხმარებათ აირჩიოთ და დაახარისხოთ შემომავალი შეტყობინებები მარტივად. თქვენთვის შესაფერისი email მენეჯმენტის ხელსაწყო თქვენს სამუშაო პროცესს გაამარტივებს, სწორედ ამიტომ სცადეთ desktop email client-ი. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ გამოიყენოთ ვებ ბრაუზერით Gmail, OWA (Outlook Web Aplication) ან Zoho Mail, თუმცა სამივე მათგანი სრულად ინტეგრირდება Microsoft Outlook -სა და ნებისმიერ სხვა ცნობილ ემაილ კლიენთან

0.9 min read / Published On: January 30th, 2021 / Categories: Geosoft, Google Workspace, Microsoft-365 /

გამოიწერე სიახლეები

გამოიწერე სიახლეები Google, Microsoft, Zoho და Synology NAS სერვერების შესახებ

Thank you for your message. It has been sent.
There was an error trying to send your message. Please try again later.

Add notice about your Privacy Policy here.