Gmail
მეტი, ვიდრე დაცული ბიზნეს ელ-ფოსტა
უახლესი Gmail ამარტივებს სამუშაო პროცესს, ზრდის კონტროლის დონეს საქმიანი ამოცანების გადაჭრისას. უსაფრთხო, მარტივი და spam-ებისგან თავისუფალი ელ-ფოსტის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ დაამყაროთ ფორმალური და არაფორმალური კომუნიკაცია, განახორციელოთ ხმოვანი ან ვიდეო ზარები, გააზიაროთ ფაილები და შესასრულებელი სამუშაოები – ყველაფერი ეს ახლა Gmail -შია.
infosalesofficeGeorgeTamardata.tutashkhia @Domain
კორპორატიული მეილი თქვენს @doman-ზე
გაზარდე მომხმარებლის ნდობა და ბრენდის ცნობადობა ყველა თანამშრომლისათვის დომეინიანი ელ-ფოსტის შექმნით. ჩაანაცვლე mail.ru/inbox.ru/yahoo.com – ით დაბოლოებული მისამართები კორპორატიული ელ-ფოსტით, როგორიცაა George@Company ან Sales@Domena .GE – გაყიდვების გუნდისთვის და სხვა საერთო Gmail შესაბამისი განყოფილებისათვის.
ფუნდამენტური ინტეგრაციები
შეგიძლია თანამშრომლებს Google Meet-ის ან Google Chat-ის საშუალებით დაუკავშირდე, მოიწვიო ისინი კალენდარში, გაწერო ახალი თასქები – ამავდროულად კი დარჩე Gmail-ში და არ მოგიწიოს სხვადასხვა ტაბების გახსნა ან ჩახურვა. პლიუს დააინტეგრირო 3rd Party აპლიკაციებთან – Google Workspace Add-ons – ის გამოყენებით.
მარტივი საკითხების ტექნოლოგიური გადაწყვეტა
კორპორატიულ Gmail – ში მუშაობისას იგრძნობთ, რომ ვიღაც გეხმარებათ მარტივი ქმედებების განხორციელებაში, როგორიცაა მიმართულების ჩვენება, გამოტოვებულ მეილზე პასუხის გაცემის შეხსენება, გრამატიკული შესწორებები და სხვა შესაძლებლობები, რომელსაც დღეს ტექნოლოგია ითავსებს, რათა დაიზოგოს ადამიანის დრო და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ორიენტირდეს – დროის ეფექტური განაწილებისა და მეტი შესრულებული სამუშაოსათვის.
შექმნილია ინფორმაციის უსაფრთხო გაზიარებისთვის
Gmail – გუგლის მექანიზმების საშუალებით, ბლოკავს სპამის, უსარგებლო პროგრამებისა და შემოთავაზებების 99,9%-ს, რათა მაქსიმალურად დაცული ონლაინ სამუშაო სივრცე შემოგთავაზოთ.
თავსებადია აპლიკაციებთან, რომლითაც ახლა სარგებლობთ
Gmail შესანიშნავად მუშაობს desktop client-ებთან, როგორებიცაა: Microsoft Outlook, Apple Mail and Mozilla Thunderbird. Outlook-ის მომხმარებლებს შეუძლიათ არამარტო იმეილების, არამედ ივენთებისა და კონტაქტების სინქრონირება, როგორც Google Workspace-დან, ასევე საპირისპირო მიმართულებით.
მარტივი მიგრაცია Outlook-იდან და სხვა მსგავსი პლატფორმებიდან
გადმოიტანეთ თქვენი იმეილები Outlook, Exchange ან Lotus-იდან მარტივად შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენი მნიშვნელოვანი იმეილების დაცვას.
99.9% გარანტირებული UpTime!
ენდეთ Google-ის ულტრა საიმედო სერვერს, რომელიც 24/7/365 ხელმისაწვდომია. იმეილების ავტომატური დარეზერვება, სპამის დეტექცია და ინდუსტრიის მოწინავე უსაფრთხოების პარამეტრები დაგეხმარებათ თქვენი მონაცემების უპირობო დაცვაში