Try Now
Google Slides

Slides

კოლექტიურად შექმნილი ეფექტური პრეზენტაციები

შექმენით და დაარედაქტირეთ პრეზენტაციები ბრაუზერშივე – ზედმეტი პროგრამის გარეშე. პრეზენტაციაზე მუშაობა რამდენიმე ადამიანს ერთდროულად შეუძლია, რათა ყოველმა მათგანმა უახლესი ვერსია იხილოს.

მინდა Workspace

მას ადრე G Suite სახელით იცნობდი

თუ არ იცნობ, ჩვენ გაგაცნობთ

გაიგე მეტი
591 111 903

კომენტირება, ჩატი და რეალურ დროში რედაქტირების ფუნქცია

იმუშავეთ პრეზენტაციაზე ონლაინ თქვენს ბიზნეს პარტნიორთან, გუნდთან ან სხვა კონტაქტებთან ერთად. თქვენ შეგიძლიათ თავად აკონტროლოთ, თუ ვის შეუძლია პრეზენტაციის დარედაქტირება, ნახვა ან კომენტარის დატოვება.

მარტივად შექმენით ესთეტიკურად დახვეწილი სლაიდები

დაიწყეთ ნულიდან ან დააჩქარეთ პროცესი შაბლონის არჩევით. თქვენი პრეზენტაციების გალამაზება ასევე შეგიძლიათ ვიდეოების, სურათებისა და ნახატების დამატები, ან კი სულაც თვალისმომჭრელი ტრანზიციებით სლაიდებს შორის.

იმუშავეთ Windows, MacOS, მობილურსა თუ ტაბლეტზე

იხილეთ ან ჩაატარეთ პრეზენტაციები თქვენი ტელეფონით ან ტაბლეტით, რათა ყოველთვის გქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ ბოლო წუთამდე ივარჯიშოთ თქვენს პრეზენტაციაზე.

ულიმიტო რევიზიების ისტორია

პრეზენტაციები ავტომატურად ინახება ონლაინ, ხოლო ვერსიები უსასრულოდ ინახება. თანაც ისე, რომ Drive მეხსნიერებას არ გართმევთ. თვქენ ყოველთვის შეგიძლიათ ვერსიების აღდგენა ან წაშლა

გაზიარების მარტივი ფუნქციები

გაზიარება მარტივია. თქვენ შეგიძლიათ გასცეთ თანხმობა და აკონტროლოთ, თუ ვის შეუძლია ნახოს ან დაარედაქტიროს თქვენი სლაიდები. თქვენ ასევე შეგიძლიათ თქვენი სლაიდების სასურველ ფორმატად კონვერტირება, რათა სხვებს გაუზიაროთ.

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მუშაობს ერთდოულად რედაქტირების პრინციპი?

ერთდროულად რედაქტირება ნიშნავს, რომ რამდენიმე ადამიანი ერთ სლაიდზე ერთდროულად მუშაობს. გაზიარების პარამეტრები გაძლევთ საშუალებას, რომ მართოთ თუ ვის შეუძლია ნახოს და დაარედაქტიროს სლაიდი. რევიზიების ისტორიის გამოყენებით კი, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ აღადგინოთ რედაქტირების ისტორიები და დაიტოვოთ სასურველი. ეს ფუნქცია ასევე არსებობს Google Docs და Sheets -ში.

შემიძლია სხვა პრეზენტაციის დაკონვერტირება Google Slide-ის ფორმატში?

დიახ. თქვენ შეგიძლიათ არაერთი სხვადასხვა ფაილის PowerPoint .ppt, .pptx და სხვა პრეზენტაციის Google Slides ფორმატად გადაქცევა. ორიგინალი ფაილი დამოუკიდებელ ფაილად შეინახება.

რა ფუნქციებს გვთავაზობს Google Slides?

თქვენ შეგიძლიათ დახატოთ ჩარტები და დიაგრამები, ჩასვათ ობიექტები და ფორმები, დააფორმატიროთ ტექსტი და სურათები, ჩართოთ ანიმაციები და ა.შ.