პარტნიორობა

გახდით Geosoft Cloud-ის პარტნიორი

გააძლიერეთ თქვენი ბიზნესი გლობალური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით. ჩვენ გთავაზობთ საიმედო და მომგებიან პარტნიორობას IT პროვაიდერებისთვის, IT Support კომპანიებისა და სისტემური ინტეგრატორებისთვის.

IT პროვაიდერები IT Support კომპანიები სისტემური ინტეგრატორები
პარტნიორობა Geosoft Cloud-თან

ჩვენი პარტნიორული პროდუქტები

Google Workspace
Google Cloud
Zoho
Synology

რატომ უნდა გახდეთ ჩვენი პარტნიორი?

ჩვენ ვეხმარებით IT კომპანიებს გაზარდონ შესაძლებლობები და შესთავაზონ კლიენტებს საუკეთესო გადაწყვეტილებები.

Geosoft Cloud არის Google-ის პრემიერ პარტნიორი - ჩვენი პარტნიორები სარგებლობენ ამ სტატუსის სრული უპირატესობებით.

გააფართოვეთ პორტფოლიო
შესთავაზეთ კლიენტებს მსოფლიო ლიდერების პროდუქტები: Google Cloud, Google Workspace, Zoho და Synology.
გაზარდეთ შემოსავალი
ისარგებლეთ სპეციალური პარტნიორული ფასებით და შექმენით შემოსავლის ახალი, სტაბილური წყარო.
ტრენინგი და სერტიფიკაცია
მიიღეთ წვდომა ექსკლუზიური ტრენინგ-მასალებზე, სერტიფიკაციის პროგრამებზე და ტექნიკურ დოკუმენტაციაზე.
პრიორიტეტული მხარდაჭერა
ისარგებლეთ სწრაფი ტექნიკური დახმარებით, გაყიდვების მხარდაჭერით და პარტნიორის დასახელებით.

როგორ გახდეთ პარტნიორი

სულ 3 მარტივი ნაბიჯი გყოფთ პარტნიორობის დაწყებამდე.

  1. 1

    მოთხოვნის გაგზავნა

    შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ან გამოგვიგზავნეთ ელ. ფოსტა. ჩვენ განვიხილავთ თქვენს ბიზნესსა და მოთხოვნებს.

  2. 2

    განხილვა და ხელშეკრულება

    ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ 48 საათში, განვიხილოთ პარტნიორობის პირობები და ხელი მოვაწეროთ ხელშეკრულებას.

  3. 3

    ონბორდინგი და გაშვება

    მიიღეთ ტრენინგი, წვდომა პარტნიორულ პლატფორმაზე და დაიწყეთ კლიენტებისთვის პრემიუმ სერვისების შეთავაზება.

დაიწყეთ პარტნიორობა დღეს

გახდით Geosoft Cloud-ის ოფიციალური პარტნიორი და შესთავაზეთ კლიენტებს მსოფლიოს ტოპ ტექ-გადაწყვეტილებები.