Try Now
Google Drive

Drive

შეინახეთ, გახსენით და გააზიარეთ თქვენი ფაილები უნივერსალური უსაფრთხო ადგილიდან.

შეინახეთ ნებისმიერი ტიპის ფაილი. გახსენით ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მოწყობილობიდან. გააკონტროლეთ, როგორ ხდება ფაილების გაზიარება.

მინდა Workspace

მას ადრე G Suite სახელით იცნობდი

თუ არ იცნობ, ჩვენ გაგაცნობთ

გაიგე მეტი
591 111 903

მიიღეთ საჭირო რაოდენობის მეხსიერება

Google Workspace-ი გთავაზობთ მოქნილი მეხსიერების პარამეტრებს, რათა ყოველთვის გქონდეთ საკმარისი ადგილი თქვენი ფაილებისთვის. ცენტრალიზებული ადმინისტრირების, მონაცემთა დაკარგვის პრევენციისა და Drive საცავის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მარტივად მართოთ მომხმარებლები და ფაილების გაზიარება, რათა დაეხმაროთ მონაცემთა შესაბამისობის მოთხოვნებს. Drive ასევე ხელმისაწვდომია, როგორც დამოუკიდებელი შეთავაზება Drive Enterprise სახით.

გაიგეთ რა არის მნიშვნელოვანი, სანამ ძიებას დაიწყებდეთ

Drive იყენებს გუგლის AI-ს, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს პროგნოზირება და ზედაპირზე გამოსახოს ის ინფორმაცია, რაც თქვენთვის არის მნიშვნელოვანი. Drive ამოიცნობს მნიშვნელოვან კონტენტს, კოლაბორაციებსა და ივენთებს – Quick Access ფუნქციებითა და ML-ზე დაფუძნებული ძიებით, რათა მომხმარებლები დააკავშიროს ფაილებთან, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ.

გუნდური ფაილების ორგანიზება გაზიარებულ სივრცეში

გამოიყენეთ გაზიარებული Drive თქვენი გუნდის სამუშაოს უსაფრთხო და ადვილად-სამართავ სივრცეებში შესანახად. ნებისმიერი ფაილი, რომელიც გაზიარებულ დრაივზე იტვირთება, ხელმისაწვდომია კოლექტივისთვის, რათა ყოველი მათგანი ფლობდეს უახლეს ინფორმაცია

დაზოგეთ თქვენი PC/Mac მეხსიერება და იმოქმედეთ პირდაპირ Cloud-დან

Drive File Stream გაძლევთ წვდომას ფაილებზე პირდაპირ თქვენი კომპიუტერიდან, კომპიუტერის მეხსიერებაზე გამოყენების გარეშე. დახარჯეთ ნაკლები დრო ფაილების სინქრონიზაციაზე და გამოიყენეთ დაზოგილი დრო პროდუქტიულობისთვის.

გაიუმჯობესეთ Drive მესამეული აპლიკაციების გამოყენებით

ისარგებლეთ ათასამდე ინტეგრირებული აპლიკაციით, როგორებიცაა: DocuSign ელექტრონული ხელმოწერებისთვის, CloudLock დამატებითი უსაფრთხოების შრეებისთვის, LucidCharts საქმეების პირდაპირ Drive-დან წარსამართად.

იმუშავეთ Drive-ში არსებული თქვენი ფავორიტი ინსტრუმენტებით

პლაგინები Microsoft Office-სა და Outlook-ისათვის თქვენს მუშაობის პროცესს მაქსიმალურად მარტივსა და მოსახერხებელს ხდის. Drive-ის დახმარებით თქვენ ასევე შეგიძლიათ 40+ განსხვავებული ტიპის ფაილის გახსნა, მათ შორის: PDF, MPEG4 … ასევე შეგიძლიათ იმუშავოთ Microsoft Word ფაილებში უშუალოდ Drive-დან.

აკონტროლეთ თქვენი ფაილების გაზიარების პროცესი

დატოვეთ ფაილები კონფიდენციალურად და გახადეთ საჯარო მაშინ, როცა თავად მოგინდებათ. აირიდეთ დუპლიკატების შექმნის პროცესი

ხშირად დასმული კითხვები

თუ შეიძლება კონკრეტულ მეილზ გავზარდოთ Drive-ის მეხსიერება?

რათქმაუნდა, კონკრეტულს მომხმარებელს შეგვიძლია დავუმატოთ დამატებითი მეხსიერება,

Google Drive Storage Pricing

  • 20 GB ($4.00/user/month)
  • 50 GB ($7.50/user/month)
  • 200 GB ($17.50/user/month)
  • 400 GB ($31.25/user/month)
  • 1 TB ($89.00/user/month)

ამ შემთხვევაში Google Drive-ის არსებულ 30GB-ს დაემატება შესაბამისი პაკეტის GB-ები. 30GB + 50GB

რით განსხვავდება Drive Enerprice-სგან?

Drive Enterprise დამოუკიდებელი შეთავაზებაა, ფასი $ 8 / აქტიური მომხმარებელი თვეში + $ 0,04 / GB. იგი მოიცავს გაზიარების კონტროლს, საცავს, DLP, BigQuery მონაცემთა წვდომას, AppScript და Cloud Identity – იხილეთ მეტი.

რამდენი აქვს მეხსიერება Google Drive-ს?

Google Workspace Starter ვერსიას 30 გეგაბაიტი მეხსიერება აქვს, რომელიც Drive-სა და Gmail-ზე ვრცელდება. G Suite-ის Business და Enterprise ვერსიებს კი – ულიმიტო მეხსიერება. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, ატვირთოთ ნებისმიერი ტიპის ფაილი Drive-ში და დააკონვერტიროთ ისინი Google Docs, Sheets, Slides ფორმატის დოკუმენტებად.

შემიძლია თუ არა ფაილების მიგრაცია ჩემი მიმდინარე ფაილ საცავიდან Google Drive-ში?

დიახ, ჩვენ ვიყენებთ migration tools and services იმისათვის, რათა თქვენი ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მონაცემების იმპორტირება მოვახდინოთ Google Workspace-ში