ჯეოსოფტის  შესახებ

ჩვენ ვართ გუნდი, რომლის პროგრესული ჩართულობით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, სხვადასხვა ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობა გაუმჯობესდა. 2018 წლიდან ჯეოსოფტი წარმოადგენს Google Cloud-ის ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში, რაც საშუალებას გვაძლევს მეტი ინოვაციური სერვისი შემოგთავაზოთ მუშაობის პროცესში.

ჩვენი ხედვით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და გუნდის შეუფერხებელი კომუნიკაციით, შესაძლებელია საქმიანობის ეფექტური ტრანსფორმაცია. სწორედ ამიტომ,
ჩვენი მისიაა, დავნერგოთ ღრუბლოვანი სერვისები და ციფრული პროდუქტები ქართული კომპანიების რეალობაში; გავუმარტივოთ როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ბიზნესს მომხმარებელთან ურთიერთობა, ბრენდის პოზიციონირება, თანამშრომელთა კოლაბორაცია.

ჩვენ გთავაზობთ ბიზნეს პროცესებისა და საქმიანი ამოცანების ეფექტურ გადაწყვეტას შემდეგი შესაძლებლობებით:

🔵 Google Workspace (იგივე G-Suite) – განახლებული სამუშაო სივრცე საქმიანობისთვის საჭირო გუგლის ყველა პროდუქტით

🔴 Google Cloud Platform – გუგლის ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები და ინფრასტრუქტურა

🟡 Zoho Workplace – კორპორატიული ელ-ფოსტა კომპანიის დომეინზე

🟢 Microsoft 365 (იგივე Office 365) – მაიკროსოფტის აპლიკაციების პაკეტი

ჩვენ ვამაყობთ მტკიცე კავშირებით იმ ქართულ კომპანიებთან, რომლებმაც დისტანციური სამუშაო სივრცის მოწყობა Geosoft-ს ანდეს, მიიღეს ჩვენი მხარდაჭერა ისეთ პროდუქტებსა და სერვისებზე, რომელსაც ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იყენებს მთელ მსოფლიოში მომგებიანი კომუნიკაციისა და თანამშრომლობისთვის.

ჩვენ გვჯერა, რომ სამყაროში, რომელიც იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე ოდესმე, უცვლელი ფასეულობები გვამოძრავებს, გაგიზიაროთ ის ცოდნა და გამოცდილება, რაც უკეთეს სამუშაო გარემოს შეგიქმნით და დაგეხმარებათ ტექნოლოგიურ მომავალთან ადაპტირებაში.

კომპანიები, რომლებმაც უკვე აირჩიეს Geosoft

მას ადრე G Suite სახელით იცნობდი

თუ არ იცნობ, ჩვენ გაგაცნობთ

გაიგე მეტი
591 111 903

გაა-Remote სამუშაო სივრცე

გაიარე კონსულტაცია

Call us 591 111 903