Google Workspace
კორპორატიული Gmail -ი თქვენს Domain-ზე
Google Admin, iT მენეჯერებისთვის
Google Workspace მნიშვნელოვნად ამარტივებს ერთად მუშაობას. მიიღე გადაწყვეტილებები სწრაფად, გააზიარე მომენტალურად!
მიიღეთ გადაწყვეტილება სწრაფად
დააორგანიზეთ ღონისძიებები გუნდური კალენდარით და გააგზავნეთ მოსაწვევები ავტომატურად თქვენი Gmail -ით.
წამოიწყეთ ვიდეო ზარები ერთი ღილაკის დაჭერით, ნებისმიერი მოწყობილობიდან: იქნება ეს კომპიუტერი, მობილური თუ ტაბლეტი.
გაუზიარეთ თქვენი ეკრანი და იდეები გუნდს და მიიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილებები.
კოლაბორაცია რეალურ დროში
იმუშავეთ წერილობით დოკუმენტებზე, ცხრილებსა თუ სლაიდებზე ნებისმიერი მოწყობილობიდან. ინტერნეტით თუ ინტერნეტის გარეშე.
დოკუმენტზე მუშაობა ერთდროულად რამდენიმა ადამიანს შეუძლია. კომუნიკაციისთვის ცალკე აპლიკაცია საჭირო არ არის. გუნდის წევრებთან კონტაქტი დოკუმენტშივე ჩაშენებული ჩატით არის შესაძლებელი.
ნებისმიერი განხორციელებული ცვლილება ავტომატურად ინახება.
სახლიდან მუშაობა არასდროს ყოფილა ასეთი მარტივი. იმუშავეთ საიდანაც გინდა, რა დევაისითაც გინდა – თუნდაც ინტერნეტ გარეშე – Workspace-ის განახლებული ხელსაწყოები თქვენი გუნდის სამუშაო პროცესს იდეალურს გახდის.
შეინახე და გააზიარეთ ფაილები ღრუბლოვანი საცავით
ატვირთეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები უსაფრთხო ადგილას და იქონიეთ მათზე წვდომა კომპიუტერიდან, მობილური მოწყობილობიდან ან ტაბლეტიდან.
გუნდის წევრებს შეუძლიათ დოკუმენტების ნახვა, გადმოწერა და მათზე მუშაობა ფაილის ელ.ფოსტაზე გაგზავნის გარეშე.
დოკუმენტების შესახებ ცვლილებები და აქტივობა ავტომატურად ინახება Google Drive -ზე, რათა მენეჯმენტი მაქსიმალურად მარტივი იყოს.
დაიცავი და მართე კომპანიის მონაცემები და მოწყობილობები
თქვენი კომპანიის უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. Google ამისთვის გთავაზობთ უსაფრთხოების 2-step verification. გამოიყენეთ Endpoint Management / Mobile Device Management სისტემა, რათა თქვენი მონაცემები არასდროს აღმოჩნდეს რისკის ქვეშ.
დაარქივეთ და შეინახეთ ელ.ფოსტის წერილები და სხვა ფაილები თქვენთვის სასურველი დროით.
მართეთ უსაფრთხოების პარამეტრები ცენტრალიზებული ადმინისტრაციის კონსოლიდან. თუკი დახმარება დაგჭირდებათ, Geosoft და Google Cloud მხარდაჭერის ცენტრი 24/7-ზე გაგიწევთ სასურველ სერვისს.
თავსებადია აპლიკაციებთან რომლითაც ეხლა სარგებლობთ
Gmail შესანიშნავად მუშაობს desktop client-ებთან, როგორებიცაა: Microsoft Outlook, Apple Mail and Mozilla Thunderbird. Outlook-ის მომხმარებლებს შეუძლიათ არამარტო იმეილების, არამედ ივენთებისა და კონტაქტების სინქრონირება, როგორც Google Workspace-დან, ასევე საპირისპირო მიმართულებით.
მარტივი მიგრაცია Outlook-იდან და სხვა მსგავსი სერვისებიდან
გადმოიტანეთ თქვენი იმეილები Outlook, Exchange ან Lotus-იდან მარტივად შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენი მნიშვნელოვანი იმეილების დაცვას.
99.9% გარანტირებული UpTime!
ენდეთ Google-ის ულტრა საიმედო სერვერს, რათა 24/7/365 ხელმისაწვდომი იყოს. იმეილების ავტომატური დარეზერვება, სპამის დეტექცია და ინდუსტრიის მოწინავე უსაფრთხოების პარამეტრები დაგეხმარებიან თქვენი მონაცემების უპირობო დაცვაში