Google Sites

შექმენით ვებსაიტები Google Sites-ით მარტივად

Google Sites ამარტივებს ვებსაიტებისა და შიდა პორტალების შექმნის პროცესს კოდის წერის გარეშე, რაც მას იდეალურს ხდის ნებისმიერი გუნდისთვის.

ააწყვეთ მორგებული ვებგვერდი Drag-and-Drop ფუნქციით და წარმოაჩინეთ თქვენი ბრენდი ან პროექტი Google Workspace-ში.

Google Sites ინტერფეისი

მორგებადი შაბლონები ყველა მიზნისთვის

მოარგეთ Google Sites თქვენს სპეციფიკურ მოთხოვნებს. აირჩიეთ მზა შაბლონებიდან ან შექმენით ახალი თქვენი ბრენდის ფერებითა და ფონტებით.

ვებსაიტის შექმნა კოდის გარეშე

ძლიერი ინტეგრაცია Google-ის სხვა სერვისებთან

ჩააშენეთ ფაილები პირდაპირ Google Drive-იდან, ცხრილები Sheets-დან, პრეზენტაციები Slides-დან და კალენდრები. ერთიანი ეკოსისტემა კონტენტის მართვას წამებში ხდის შესაძლებელს.

გუნდური მუშაობა ვებსაიტზე

უსაფრთხო წვდომის მართვა

კონტროლი გქონდეთ ვინ ნახავს თქვენს საიტს: გაასაჯაროვეთ ყველასთვის, ან შეზღუდეთ წვდომა მხოლოდ კომპანიის თანამშრომლებზე.

თავსებადობა ყველა ეკრანზე

შიდა და გარე კომუნიკაციის გაუმჯობესება

გააუმჯობესეთ კომუნიკაცია შიდა კორპორატიული საიტების შექმნით დეპარტამენტებისთვის, ან გააკეთეთ პროექტის Landing Page-ები გარე აუდიტორიისთვის.

უსაფრთხო ვებ-ჰოსტინგი
ააწყვეთ No-Code მეთოდით
შექმენით ვებსაიტები პროგრამირების გარეშე ინტუიციური ბილდერით. ლეიაუტი ავტომატურად ერგება მობილურსა და დესკტოპს.
უსაფრთხო და პრივატული
დაიცავით თქვენი საიტი შიდა მოხმარებისთვის - იდეალური ცოდნის ბაზებისა და შიდა პორტალებისთვის.
რეალურ დროში თანამშრომლობა
იმუშავეთ ვებსაიტის შექმნაზე გუნდის წევრებთან ერთად ზუსტად ისე, როგორც Google Docs-ში.

ხშირად დასმული კითხვები

Google Sites

Google Sites არის ვებსაიტების მარტივი მშენებელი Google Workspace-ში. მისი დანიშნულებაა შიდა კორპორატიული პორტალების, ცოდნის ბაზების, პროექტების გვერდებისა და გარე სავიზიტო საიტების სწრაფად აწყობა კოდის გარეშე.

დიახ. შეგიძლიათ მიაბათ Custom დომენი თქვენს Google Sites ვებგვერდს, რომ ის გამოიყურებოდეს პროფესიონალურად (მაგ. www.yourcompany.ge).

დიახ. Google Sites-ით აწყობილი ნებისმიერი ვებგვერდი სრულად რესპონსიულია და იდეალურად მუშაობს დესკტოპზე, სმარტფონებსა და პლანშეტებზე.

არა. Google Sites-ით შექმნილი საიტები ავტომატურად განთავსებულია Google-ის სერვერებზე. საკმარისია Google Workspace-ის ლიცენზია - ჰოსტინგში დამატებითი გადასახადი არ არის.

დაიწყეთ Google Sites-ის გამოყენება

ვებსაიტები კოდის გარეშე, ნებისმიერი მოწყობილობიდან. Google Workspace-ის ნაწილი.