ორგანიზებული. დაცული. დაკავშირებული
წვდომა ნებისმიერი ადგილიდან
ისიამოვნე იმ თავისუფლებით, რომელსაც Teams გთავაზობს. იქონიე წვდომა ფაილებზე, დაარედაქტირე ისინი და გააზიარე ნებისმიერი მოწყობილობიდან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
დაარეზერვე და დაიცავი
თუკი ტელეფონი ან ტაბლეტი დაგეკარგათ, სადაც მნიშვნელოვან ფაილებს ინახავდით. შეგიძლიათ არ ინერვიულოთ, რადგან ყველა დოკუმენტი OneDrive-ზე იქნება შენახული.
გააზიარე და იმუშავე რეალურ დროში
გააზიარე საკუთარი დოკუმენტები და ფოტოები მეგობრებთან ან თანამშრომლებთან და მიმართე კოლაბორაციის ფუნქციას Office აპლიკაციების დახმარებით.
გააზიარე და ითანამშრომლე
გააზიარე მნიშვნელოვანი ფაილები, საქაღალდეები და ფოტოები მეგობრებთან ან თანამშრომლებთან. დიდი იმეილ ფაილების გაგზავნა საჭირო აღარ არის. ამისთვის, მხოლოდ ლინკი და ელ.ფოსტის მისამართი დაგჭირდება.
გააკეთე მეტი Microsoft 365 -თან ერთად
შექმენი შენი საუკეთესო ნაშრომები Microsoft-ის განახლებული აპლიკაციებით: Word, Excel და სხვა. ამასთან, არ დაგავიწყდეს, რომ OneDrive-ით 1ტერაბაიტამდე ღრუბლოვან სივრცეს იღებ ფაილების ასატვირთად და შესანახად.
ფუნქციები, რომლებიც შენს სამუშაოს უფრო მარტივსა და უსაფრთხოს გახდის.
ფაილები საჭიროებისამებრ
იქონიე წვდომა შენს OneDrive ფაილებზე Windows 10-ით შენი კომპიუტერის მეხსიერების გამოყენების გარეშე.
დოკუმენტების სკანირება
გამოიყენე შენი მობილური მოწყობილობა, რათა დაასკანერო და შეინახო მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ჩეკები, ბიზნეს ბარათები, ჩანაწერები და სხვა OneDrive-ში.
პერსონალური საცავი
ატვირთე და შეინახე პერსონალური ფაილები და ფოტოები პირად, ვირტუალურ საცავში, რამდენიმე შრიანი დაცვის სისტემით.