Try Now
Google Meet

Meet

უსაფრთხო ონლაინ კომუნიკაცია
გუნდებისა და ბიზნესებისთვის

დაეხმარე შენი გუნდის წევრებს, გამართონ ვიდეო კონფერენციები, ჩანიშნონ საქმიანი შეხვედრები, დაამყარონ საიმედო, შეუფერხებელი და დაცული ონლაინ კომუნიკაცია დანარჩენ სამყაროსთან. მნიშვნელობა არ აქვს რომელ სფეროს წარმოადგენ – მედიცინას, ბიზნესს თუ განათლებას- გუგლის გამოცდილი სისტემა შენს გუნდს დაეხმარება უკეთესი კომუნიკაციის წარმართვაში.

მინდა Workspace

მას ადრე G Suite სახელით იცნობდი

თუ არ იცნობ, ჩვენ გაგაცნობთ

გაიგე მეტი
591 111 903

მსოფლიოს მასშტაბით მოპოვებული ნდობა

მუშაობისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციის დაცულობასა და კონფიდენციალობას. გუგლის პროდუქტებით, მაგალითად Meet -ით სარგებლობისას, შეგიძლია მშვიდად იყო- ვიდეო შეხვედრების უკან ძლიერი გუნდი დგას, რომლის ერთადერთი საზრუნავი შენი ონლაინ შეხვედრების უსაფრთხოებაა.

დისტანციური შეხვედრების უპირატესობები

საქმიანი ურთიერთობების წარმართვა ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა! Meet აგაცილებთ ვიდეო ქოლში ჩართვის თავის ტკივილს, ზედმეტ ავტორიზაციებს, სხვადასხვა აპლიკაციებსა და ტაბებს. ერთი გაზიარებული ბმულით შეძლებთ თანაგუნდელების, მომხმარებლებისა და პარტნიორების მოწვევას დისტანციურ შეხვედრებზე, სადაც მოსახერხებელი ინტერფეისით, სხვებსაც გაუმარტივებთ თქვენთან კომუნიკაციას.

თითოეული შესაძლებლობა საქმიანობას გიმარტივებს

შეუერთდი შეხვედრებს პირდაპირ კალენდრის ღონისძიებებიდან, ელ-ფოსტის მოწვევიდან ან პირდაპირ Gmail-იდან. ყველაფერი სწორედ იქ არის, სადაც გჭირდება და მაშინ, როცა გჭირდება. შეგიძლია დაუკავშირდე როგორც კომპიუტერით, ასევე მობილურით, ისარგებლო დამხმარე ფუნქციებით, როგორიცაა Live ტიტრები, low-light რეჟიმი, ხმაურის გაუქმება და სხვა შესაძლებლობები, რომელიც შენს ვიდეო შეხვედრებს უფრო სასიამოვნოს, რეალურს და პროდუქტიულს გახდის.

შეუერთდი შეხვედრებს ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან

თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით საქმიანობის კონტროლი და მასში ჩართვა შეგიძლია მაშინაც, როცა ოფისიდან ან სახლიდან შორს იმყოფები. სადაც არ უნდა იყო, გადახედე დღის წესრიგს კალენდარში, დაგეგმილ შეხვედრებს და შეუერთდი მათ – თითის ერთი შეხებით, Gmail მობილური აპლიკაციის ან ცალკე Meet app- ის საშუალებით.

მეტი, ვიდრე ონლაინ შეხვედრა

Meet იმდენად არის ინტეგრირებული Google Workspace- თან, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას გუნდის თითოეული წევრისათვის შესაძლებლობების ფართო სივრცე იშლება. ამ დროს თქვენ შეგიძლიათ ახალი ფანჯრის გახსნის გარეშე, იქვე გადახედოთ პრეზენტაციას, დოკუმენტს ან ნებისმიერ მიმაგრებულ ფაილს, თან წარადგინოთ და თან იხილოთ სხვების სახეები. აქ ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ამიტომაც, გიმარტივდებათ თასქების შემდეგ ეტაპზე გადაყვანა, ჯგუფთან კომუნიკაცია და კოლაბორაცია.

მათთვისაც, ვინც საკომუნიკაციოდ სხვა არხებს იყენებს

გუნდებს, რომლებიც იყენებენ განსხვავებულ პლატფორმებს ბიზნეს საქმიანობისა თუ სხვა ონლაინ შეხვედრებისთვის, როგორიცაა – Skype, Zoom, Team, Cisco WebEx შეუძლიათ ჩაერთონ Meet- ის შეხვედრაში Pexip -ის მარტივი პლატფორმის საშუალებით.

ტელეფონით დარეკვით – სასურველ შეხვედრაზე

Google Workspace- ში თითოეულ შეხვედრას თავისი უნიკალური ნომერი აქვს, რაც სმარტფონებიდან შეხვედრაზე ჩართვას უფრო ამარტივებს. ხემისაწვდომია ქართული ნომერი +995

ინტეგრირებული Google Workspace- თან

ჩანიშნულ ონლაინ შეხვედრებზე დასასწრებად შეგიძლია გამოიყენო Gmail, Google Calendar, მარტივად იპოვო ბმული და ერთი ‘კლიკით’ მოხვდე იქ, სადაც შენს საქმიან სიტყვას გააჟღერებ. Google -ის ყველა პროდუქტი ერთიანი ძალებით ცდილობს შენი დროის ეფექტურ განაწილებასა და დაგეგმილი საქმეების წარმატებულ შესრულებას.

ყველაფერი ერთ სივრცეში ერთმანეთთანაა დაკავშირებული

ჭკვიანი ტექნოლოგია არამარტო მოსფლიოს ნებისმიერ წერტილში დაკავშირების საშუალებას გაძლევს, არამედ ჩართვისას შენზე მორგებულ გარემოს ქმნის და ყველაფერს ერთ სივრცეში ათავსებს- ისე, როგორც ეს Google Workspace- ში ხდება.

ხშირად დასმული კითხვები

გარე მონაწილეებისთვის რამდენად დასაშვებია Meet-ის ზარში ჩართვა?

რა თქმა უნდა! ყველა სასურველი მონაწილის მოწვევა Meet-ის პლატფორმაზე იმდენად მარტივია, რომ ბმულის გაზიარებით, თითის ერთი შეხებით- ყველა შენს შეხვედრაზე გაჩნდება, მაგრამ ნებართვის გარეშე შემოსვლას ვერ მოახერხებს.

ვიდეო ზარისთვის რაიმეს დაინსტალირება მჭირდება?

Chrome, Firefox, Safari ახალი Microsoft Edge – პლატფორმების მომხმარებლებისთვის რაიმეს დაინსტალირება ან შესვლა არ არის საჭირო, ვინაიდან Meet მუშაობს სრულად ბრაუზერში. მობილურის შემთხვევაში, გირჩევთ დააინსტალიროთ Meet ან Gmail app – App store-იდან ან Google Play Store- იდან.

შესაძლებელია, შეხვედრაზე ჩავრთოთ ისეთი ადამიანი, რომელიც არ არის გუნდის წევრი ან არ არის დარეგისტრირებული?

დიახ, თქვენ შეგიძლიათ შეხვედრებში ჩართოთ მომხმარებლები, პარტნიორები, ის ადამიანები, რომლებიც არ ეკუთვნიან თქვენს გუნდს, მაგრამ მათთან აწარმოებთ საქმიან კომუნიკაციას. Meet dial-in ნომრით ისინი სხვა კონფიგურაციების გარეშეც შეძლებენ შეხვედრაზე შემოსვლას, რისთვისაც დასჭირდებათ თქვენი ნებართვა

რამდენ ადამიანს შეუძლია დაესწროს ვიდეო ზარს Google Meet -ში?

Business Starter -ის შემთხვევაში ერთდროულად 100 მომხმარებელს
Business Standard -ის შემთხვევაში ერთდროულად 150 მომხმარებელს
Business Plus -ის შემთხვევაში ერთდროულად 250 მომხმარებელს
Enterprise -ის შემთხვევაში ერთდოულად 250 მომხმარებელს + 100000 Live Streaming-ით

საუბრის ხანგრძლივობა 24 საათია უწყვეტად