მარტივი გაზიარების ფუნქცია და ეფექტური კოლაბორაცია
SharePoint-ის საშუალებით თქვენი გუნდის სამუშაო პროცესები ბევრად უფრო დინამიური და პროდუქტიული გახდება. SharePoint-ი გაძლევთ საშუალებას, ატვირთოთ და გააზიაროთ მონაცემები, სიახლეები და სხვადასხვა საჭირო რესურსები მთელი ორგანიზაციის მასშტაბით. მეტიც, თქვენ შეგიძლიათ პროგრამის დიზაინი თავად აარჩიოთ, რათა თქვენთვისა და თვქენი გუნდის წევრებისთვის პროცესები მაქსიმალურად კომფორტული გახდეს. კოლაბორაცია SharePoint-ით მარტივი და უსაფრთხოა. მისი გამოყენება შეგიძლიათ, როგორც PC, ასევე MAC და მობილურ მოწყობილობებზე.
იყავით მაქსიმალურად ინფორმირებული
ორგანიზაციის შიგნით უამრავი სიახლე ხდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს სიახლეები გუნდის წევრებმა მაქსიმალურად სწრაფად გაიგონ და მოახდინონ მასთან ადაპტაცია. ინტრანეტის საშუალებით, ინფორმაციის გაზიარება ორგანიზაციის მასშტაბით მარტივია. თუ რა ფორმით მიაწოდებთ თქვენს გუნდის წევრებს ინფორმაციას თქვენთვის მოგვინდია. რაც მთავარია, ინტრანეტის გამოყენება შესაძლებელია როგორც ვებ, ასევე მობილური აპლიკაციებით.
შეაგროვეთ კოლექტიური ცოდნა
თქვენ ახლა, როცა ჩვენი ძლიერი საძიებო სისტემა აღმოაჩინეთ, მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაშორებთ იმისგან, რასაც ეძებთ. ჩვენი საძიებო სისტემით ნებისმიერი ინფორმაციისა თუ იდეის მოძიება არის შესაძლებელი. SharePoint -ის მდიდარი კონტენტ მენეჯმენტის სისტემის წყალობით, თქვენი ორგანიზაცია ყოველთვის იქნება ცოდნით აღჭურვილი.
მოახდინეთ ბიზნეს პროცესების ტრანსფორმაცია
დააჩქარეთ პროდუქტიულობა ბიზნეს პროცესების ტრანსფორმირებით, იქნება ეს მარტივი დავალებებისთვის შეტყობინებების ფუნქციის ჩართვით, თუ რთული ტექნიკური ოპერაციების შექმნით. SharePoint -ის Microsoft Flow და PowerApps და ბიბლიოთეკების წყალობით, ნებისმიერი საჭირო აპლიკაციის გამოყენება შეგიძლიათ როგორც თქვენი ვებიდან, ასევე მობილური აპლიკაციებიდან.