აპლიკაციები Google Workspace -სთვის თქვენ მობილურებსა და ტაბლეტებზე
Google Workspace აპლიკაციებთან წვდომა, რომლებსაც თქვენი ორგანიზაცია იყენებს, ახლა მობილური მოწყობილობებითაც შეგიძლიათ. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ტელეფონი, თუ ტაბლეტი.
რა დაგჭირდებათ:
Phone თქვენი მობილური ტელეფონი ან ტაბლეტი.
Mail თქვენი ელექტრონული მისამართი, სადაც მუშაობთ. მაგალითად: sakheli@yourcompany .GE
გამოიყენეთ Google Workspace მობილურსა თუ ტაბლეტზე
მობილურ მოწყობილობებზე ხელმისაწვდომია შემდეგი Google Workspace სერვისები
Note: თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Google Workspace -ის ისეთი სერვისები, როგორებიცაა: Forms, Groups, და Sites თქვენი მობილური მოწყობილობის ბრაუზერიდან.
Gmail: გაგზავნეთ პროფესიონალური შეტყობინებები
მაგალითი:
გაგზავნეთ და მიიღეთ ელექტრონული შეტყობინებები ნებისმიერ დროს
Calendar: ონლაინ კალენდარი, შექმნილია გუნდებისთვის
მაგალითი:
შეხვედრაზე გაგვიანდებათ? გამოიყენეთ Calendar გეგმაში ცვლილებების შესატანად ან გააგებინეთ თანამშრომლებს, რომ ცოტათი გაგვიანდებათ.
Google Meet: ჩაატარეთ ვიდეო შეხვედრები თქვენი ორგანიზაციის თანამშრომლებთან და არა მარტო
მაგალითი:
შეუერთდით შეხვედრებს მარტივად სპეციალური ბმულის საშუალებით
Google Drive: ონლაინ ფაილების საცავი
მაგალითი:
თუკი ფაილს დრაივში ატვირთავთ, მასზე წვდომა შეგიძლიათ მობილური მოწყობილობიდანაც.
Google Docs: შექმენით და იმუშავეთ დოკუმენტზე ერთდროულად თქვენს მობილურში
მაგალითი:
ისარგებლეთ Docs-ით, რათა შეძლოთ თქვენი დოკუმენტების სწორად დემონსტრირება.
Google Sheets: შექმენით და იმუშავეთ ცხრილებზე ბრაუზერში
მაგალითი:
ინვესტორებთან მნიშვნელოვან შეხვედრამდე დეტალები შეიცვალა? განაახლედ თქვენი გაზიარებული გეგმა ნებისმიერ წუთს.
Google Slides: შექმენით და იმუშავეთ ერთად პრეზენტაციებზე ბრაუზერში
მაგალითი:
შეიტანეთ ცვლილებები თქვენს პრეზენტაციაში ბოლო წუთსაც, კომპიუტერთან წვდომის გარეშე.
Google Sites: შექმენით და იმუშავეთ ერთად ვებსაიტებზე
მაგალითი:
ააწყვეთ საიტები, შექმენით შიდა პროექტის ჰაბები და სხვა – IT პროფესიონალის გარეშე.
Google Forms: შექმენი და გააანალიზე ქუიზები და გამოკითხვები Forms-ით
მაგალითი:
აკონტროლეთ ღონისძიების რეგისტრაციები, შექმენით ქვიზები, გააანალიზეთ პასუხები და სხვა. .
Google Chat: დაამყარეთ კომუნიკაცია თქვენს პარტნიორებთან ან თანამშრომლებთან ერთდროულად
მაგალითი:
შექმენით ოთახი, რათა გაუზიაროთ იდეები თქვენს თანამშრომლებს ონლაინში
Keep: შექმენით, გააზიარეთ და იმუშავეთ ერთად ჩანაწერებსა და ლისტებზე
მაგალითი:
შექმენით to-do ჩამონათვალები და დააყენეთ reminder-ები, რათა არასდროს გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები
Currents: ონლაინ საზოგადოებები ბიზნესისთის, შიდა სოც ქსელი
მაგალითი:
შექმენით თემები თქვენი პროექტის გუნდებისთვის ან საერთო ინტერესების მქონე კოლეგებისთვის.
Cloud Search: მოიძიეთ კომპანიის კონტენტი ნებისიერი გუგლის პროდუქტიდან
მაგალითი:
მოიძიეთ კოლეგების საკონტაქტო ინფორმაცია
Google Admin: Google Workspace -ის მართვის პანელი და მომხმარებლების მართვა
მაგალითი:
გახსენი ახალი კორპორატიული იმეილი კომპანიის Domain-ზე, შეცვალე პაროლი და სხვა
Contacts: ონლაინ მისამართების წიგნი
მაგალითი:
სწრაფად გაგზავნეთ შეტყობინებები ან კალენდარული მოსაწვევები იმ ჯგუფების ჯგუფებთან, რომლებთანაც ყველაზე მეტად დაუკავშირდით, მათი მისამართების ინდივიდუალურად შეყვანის გარეშე.
Contacts iOS -ისთვის
Groups: მართეთ და მიიღეთ მონაწილეობა ონლაინ დისკუსიებში
მაგალითი:
შექმენით საფოსტო ლისტები და ფორუმები, გააზიარეთ ფაილები თქვენს გუნდის წვერებთან ერთად ერთი ელ. მისამართით.