
Jamboard
იდეების ვიზუალიზაცია ახალი კოლაბორატიული გზით
გასცდით თქვენი გუნდის კრეატიულობის საზღვრებს Jamboard-ით. შექმენით თქვენი იდეების ესკიზები დაფის გამოყენებით და ისარგებლეთ ინტერაქტიული კანვასით. ჩასვით ფოტოები, გააკეთეთ მოკლე ჩანაწერები, გადმოიტანეთ აქტივები პირდაპირ ვებში თქვენი გუნდის წევრებთან ერთად ნებისმიერი ადგილიდან.
შექმენით, ითანამშრომლეთ და გააცოცხლეთ თქვენი გუნდის წევრების იდეები
Jamboard თქვენი გუნდის კრეატიულობის პოტენციალს ზრდის რეალურ დროში თანაავტორობით. გამოსცადეთ შეუზღუდავი პროდუქტიულობა თქვენს გუნდთან ერთად. არ აქვს მნიშვნელობა ერთ ოთახში ხართ, თუ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. გამოიყენეთ Jamboard კოლაბორაციისთვის ტელეფონიდანაც კი.


ნაცნობი გარემო, Cloud-ზე მორგებული
Jamboard-ის უნაკლოდ რესპონსიული და ზუსტი დისპლეის საშუალებით, სკეჩების დატანა და ხატვაც კი ბუნებრივი ჩანს. გაამდიდრეთ თქვენი ესკიზები საუკეთესო საძიებო სისტემით Google Search და გახადეთ თქვენი გუნდის მუშაობა უფრო პროდუქტიული Google Workspace -ით: მოიძიეთ ფოტოები და კონტენტი ვებ-იდან და გადმოიტანეთ პირდაპირ jam-ში. გადმოიტანეთ Docs, Sheets და Slides-ში არსებული კონტენტიც, ან დაამატეთ ფოტოები Drive-დან.
შექმნილია სიზუსტისა და სიმარტივისთვის
Jamboard -ის საოცარი 55 დიუმიანი და 4 კმ ეკრანი ნამდვილი სიკაშკაშის ობიექტია. მისი პორტატული სტენდისა და ერთჯერადად დასამონტაჟებელი კაბელით მარტივია ოფისის გარშემო გადაადგილება ძალიან მარტივია. არასოდეს მოგიწევთ ფიქრი მელნის ან ბატარეების დაცლის გამო, პასიური სტაილუსის და საშლელის წყალობით, თქვენ არც ერთი ზემოთ აღნიშნული არ გემუქრებათ.

წარადგინეთ, შეინახეთ და გააზიარეთ თქვენი იდეები.
თქვენი Jam-ების რეალურ დროში წარდგენა Hangout– ის საშუალებით ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა. ჯემინგის დასრულების შემდეგ, გაუზიარეთ თქვენი სამუშაო სხვებს.
ჭკვიანი და მარტივად გამოყენებადი
Jamboard- ს შეუძლია ხელნაწერებისა და ფორმების ამოცნობა, ასე რომ თქვენი ნამუშევრების წაკითხვა უმარტივესად შესაძლებელია. თქვენ შეგიძლიათ დახაზოთ სტაილუსით, მაგრამ წაშლა თითით მოგიწევთ – ისევე, როგორც ტრადიციულ დაფაზე.