კორპორატიული ელექტრონული შეტყობინების წერის წესები
სტატიის ამ ნაწილში, ჩვენ ვაპირებთ გავამახვილოთ ყურადღება ფორმალური ელექტრონული წერილის წერაზე თქვენი ბიზნესისთვის და ასევე განვიხილავთ ელ.ფოსტის ეტიკეტის ელემენტარული პრინციპები.
- ფრთხილად განსაზღვრეთ, თუ რის დაწერას აპირებთ – არასოდეს დაწეროთ წერილში ის, რასაც საჯაროდ არ იტყოდით. არასწორად შერჩეულ ადრესატს შეუძლია თქვენი ბიზნეს კომუნიკაცია დიდ სკანდალად აქციოს. ამიტომ, კარგად გადაამოწმეთ კონტენტი და ის, თუ ვის უგზავნით წერილს.
- ყოველთვის გააცანით ადრესატს საკუთარი თავი – თუ ადრესატს პირველად წერთ, არასდროს გეგონოთ, რომ ადამიანებმა თქვენ შესახებ ან იმ კომპანიის შესახებ, რომელსაც წარმოადგენთ, უკვე იციან. დაიწყეთ მოკლე ტექსტური წარდგენის მომზადება და მოუყევით მომხმარებელს თქვენს კომპანიაზე. დაიტანეთ მხოლოდ საჭირო ინფორმაცია
- იყავით დროული ადამიანი – არაფერია იმაზე უარესი, როცა პასუხის მოლოდინში ხართ. თუ გსურთ თქვენი მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა და კმაყოფილი მომხმარებებლების ყოლა, მაშინ მოგიწევთ დროულად მოახდინოთ რეაგირება. 24-დან 48 საათამდე პასუხის გაცემა ნორმის ფარგლებშია და ორი დღის შემდეგ მომხმარებლისთვის პასუხის გაცემა სრულიად უაზროა.
- თავი შეიკავეთ შაბლონური წინადადებებისგან – one-liner-ები არ გამოგადგებათ და არც თქვენს კომუნიკაციას გახდის უკეთესს. მოერიდეთ ყოველდღიურ ფრაზებს.
- ნუ გამოიყენებთ მალსახმობების რეალური სიტყვების ნაცვლად, ნუ გამოიყენებთ ემოციებს, ჟარგონს ან სლენგებს – იმის გამო, რომ იმეილით კომუნიკაცია მყისიერი არ არის, ჩვენ განსხვავებულ არხებს გთავაზობთ ორივე ტიპის კომუნიკაციისთვის. მიუღებელია პროფესიონალისთვის, რომ გამოიყენოს სლენგები და ჟარგონები. თქვენ ამით ძალიან არაპროფესიონალურ იერს მიიღებთ.
- სიმარტივე და სიცხადე არის თქვენი საუკეთესო მეგობარი ბიზნეს კომუნიკაციაში
- ყოველთვის დაიტანეთ ხელმოწერა – ეგრეთ წოდებული Signature (ასევე მარტივი და ელეგანტური)