Google-მა მოახდინა G Suite-ის რებრენდინგი, რის შედეგადაც მივიღეთ ონლაინ პროდუქტიულობისა და კოლაბორაციისთვის თავმოყრილი ინსტრუმენტები, როგორიცაა Gmail, Drive, Docs, Meet და სხვა პროდუქტები. ახალი სახელი არის Google Workspace, რომელიც წინა წლის დასაწყისში დააანონსა კომპანიამ და დაგვპირდა უკვე არსებული პროდუქტების ისეთ ინტეგრირებას, რომელიც უზრუნველყოფდა წარმატებულ თანამშრომლობასა და კომუნიკაციას. შედეგად, შეიცვალა თითოეული მათგანის ლოგო და ახლა ინტეგრირებულია განახლებულ სამუშაო სივრცეში, რომელსაც დღეს ექვს მილიონზე მეტი ბიზნესი იყენებს აქტიურად.

თავად G Suite, როგორც Google ის მიერ შემოთავაზებული ბრენდი, შეიქმნა 2016 წელს, რომლის დამაარსებლები დღეს Google Workspace-ის მომსახურებას აკვირდებიან და აფასებენ, რამდენად შეესაბამება ის, რასაც მომხმარებელი ყიდულობს იმ ხარისხს, რომელსაც შემდეგ პროდუქტის სახით მოიხმარს.

”Google Workspace- ის არჩევით, ბრენდი ახლა მეტად ასოცირდება Google-თან, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს’’- აცხადებს ვიცე პრეზიდენტი ხავიერ სოლტერო, - ‘’Google-ის იმდენად საჭირო პროდუქტებია გაერთიანებული აღნიშნულ სივრცეში, რომ მომხმარებელი აუცილებლად უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ სწორედ Google Workspace აერთიანებს ყველა იმ სერვისსა და პროდუქტს, რომელიც საჭიროა ამოცანების გადასაჭრელად და საქმეების წარმატებით შესასრულებლად’’

გარდა სახელის ცვლილებისა, გვაქვს ბევრი სასარგებლო სიახლე; მაგალითად, G Suite -ის განახლებულ სივრცეში ინტეგრირებულ ისეთ პროდუქტებს ვხვდებით, როგორიცაა Meet, Chat და Rooms. აღნიშნული სერვისებით უკვე ვსარგებლობთ Gmail-ის ფანჯარაში და არ გვჭირდება ცალ-ცალკე ტაბებისა და აპლიკაციების გამოყენება. რას იტყვით ისეთ ონლაინ სამუშაო სივრცეზე, სადაც ყველაფერი ისე მოხერხებულადაა განლაგებული, რომ არ გჭირდებათ დამატებით სხვა პლატფორმების გადმოწერა, ავტორიზაცია, ძიება; ესაუბრებით, სწერთ, აკონტროლებთ პროექტის ეტაპებს და თან იმყოფებით ერთ სივრცეში, რომელსაც ახლა ჰქვია Google Workspace.

ის, რაც Google Workspace-ს G Suite -ისგან განასხვავებს ასევე არის დაკავშირების შესაძლებლობა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც სტუმრის სტატუსით ეწვევიან ჩვენს Chat room-ებს და არ არიან გუნდის წევრები. ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ მათ საჭირო დოკუმენტები, ვითანამშრომლოთ ერთ სივრცეში და შევთავაზოთ, გადავჭრათ, შევქმნათ, გავყიდოთ.

გარდა ცნობილი სერვისებისა და პროდუქტებისა, Google-ის სამუშაო სივრცე იყენებს ჭკვიანი რობოტის ფუნქციონალებს, რომელიც ადამიანს უმსუბუქებს მუშაობის პროცესს და კარნახობს მარტივ მოქმედებებს, რათა მისი გონება შემოქმედებითობით დაკავდეს, ტექნიკური საქმიანობის ნაცვლად.
დღესდღეობით Google-ის ყველაზე პოპულარული პროდუქტი- Google Meet იმდენად მჭიდროდაა ინტეგრირებული Gmail-თან, რომ შესაძლებელია ვიდეო ზარის განხორციელების პროცესში სხვადასხვა Docs, Sheets, Slide გავხსნათ, ასევე თვალი ვადევნოთ Rooms-ს ან Chat-ს, არ გვქონდეს გახსნილი სხვადასხვა ფანჯარა და ყველაფერს ვაკონტროლებდეთ ერთი ფართო სამუშაო სივრცით, რომელიც მრავალ შესაძლებლობას აერთიანებს.
ფასები ძირითადად უცვლელია, თუმცა აქაც ვაწყდებით მცირე განსხვავებას დასახელებებში. მაგალითად, ყველაზე დაბალ ფასად შეგვიძლია შევიძინოთ ‘Business Starter’- რომლის ფასიც არის თვეში 6 დოლარი. მეტი მეხსიერებისა და შეხვედრების შესაძლებლობისთვის Google გვთავაზობს ‘Business Standard’ - პაკეტს, რომლის ღირებულება თვეში 12 დოლარია. სიახლეს კი წარმოადგენს მესამე პაკეტი, რომელსაც დამატებითი უსაფრთხოების მახასიათებელიც აქვს და მეხსიერებასთან და შეხვედრებთან ერთად სხვა შესაძლებლობებსაც აერთიანებს - ‘Business Plus’ -ის ფასი თვეში 18 დოლარია.

0.4 min read / Published On: February 25th, 2021 / Categories: Google Workspace /

გამოიწერე სიახლეები

გამოიწერე სიახლეები Google, Microsoft, Zoho და Synology NAS სერვერების შესახებ

Thank you for your message. It has been sent.
There was an error trying to send your message. Please try again later.

Add notice about your Privacy Policy here.