Try Now
G Suite

G Suite

გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი ერთ სივრცეში

უსაფრთხო, კონფიდენციალური, შემაწუხებელი რეკლამებისგან თავისუფალი მეილი თქვენი ბიზნესისთვის.

Gmail, ნოთიფიკაციების დახმარებით, მუდამ საქმის კურსში გამყოფებთ და სრულიად უსაფრთხოდ შეინახავს მნიშვნელოვან იმეილებსა თუ მონაცემებს. IT ადმინისტრატორებს შეუძლიათ ცენტრალურად მართონ ანგარიშები თქვენს ორგანიზაციაში და მოწყობილობებზე.

მინდა Workspace

G Suite -ს ახლა უკვე Google Workspace ქვია

მას ადრე G Suite სახელით იცნობდი

თუ არ იცნობ, ჩვენ გაგაცნობთ

გაიგე მეტი
591 111 903

G Suite ერთად მუშაობას მარტივს ხდის. მიიღეთ გადაწყვეტილებები პირისპირ.

გამოიყენეთ გაზიარებული კალენდარი, რათა იხილოთ სხვების დღის განრიგი და შეხვედრები შესაბამისად დაგეგმოთ. შეხვედრაზე მოწვევა კი email-ის საშუალებით გაგზავნოთ.

გარდაქმენით თქვენი შეხვედრები ვიდეო კონფერენციად ნებისმიერი მოწყობილობით, რომელსაც კამერა აქვს. ამისთვის კი მხოლოდ ერთი ღილაკი დაგჭირდებათ.

გააზიარეთ თქვენი მოწყობილობის ეკრანი და გუნდთან ერთად განიხილეთ თქვენი ნამუშევარი. მიიღეთ გადაწყვეტილებები საუბრისას.

კოლაბორაცია რეალურ დროში.

მარტივად იმუშავეთ documents, spreadsheets, და slides-ზე ნებისმიერი მოწყობილობიდან, ინტერნეტით თუ ინტერნეტის გარეშე.

თქვენ და თქვენს გუნდის წევრებს საშუალება გაქვთ, ერთდროულად იმუშავოთ ერთ დოკუმენტში. იხილოთ ცვლილებების ისტორიები და კომუნიკაცია დაამყაროთ ჩაშენებულ ჩატში, ან კი სულაც გაუგებარი კითხვები კომენტარების სახით დაიტანოთ.

ერთ დოკუმენტში მუშაობა ერთდროულად რამდენიმე ადამიანს შეუძლია და ყოველი ცვლილება ავტომატურად ინახება.

განათავსეთ და გააზიარეთ ფაილები Cloud-ზე.

შეინახეთ თქვენი ნამუშევრები ერთ სივრცეში და იქონიეთ უსაფრთხო წვდომა თქვენი კომპიუტერიდან, ტელეფონიდან თუ ტაბლეტიდან.

მარტივად და სწრაფად მოიწვიეთ სხვები, რათა იხილონ და გადმოწერონ თქვენი ფაილები. სურვილის შემთხვევაში კი, კოლაბორაციასაც მიმართეთ.

ფაილის განახლებები ავტომატურად ინახება და იტვირთება Drive-ზე, რათა ყველას და ყოველთვის ჰქონდეთ წვდომა ფაილის განახლებულ ვერსიაზე.

დაიცავი შენი მონაცემები და მოწყობილობები.

დაიცავით თქვენი კომპანიის მონაცემები უსაფრთხოების ისეთი ფუნქციებით, როგორებიცაა: 2-ჯერადი ვერიფიკაცია და გამოიყენეთ Mobile Device Management (MDM), რათა თქვენი მონაცემები კვლავ უსაფრთხოდ დარჩეს, იმ შემთხვევაში თუკი მობილურს ან სხვა მოწყობილობას დაკარგავთ.

დააარქივეთ ელექტრონული შეტყობინებები და ჩანაწერები. გააკონტროლეთ, თუ რამდენ ხანს შენარჩუნდება თქვენი ფაილები.

მოახდინეთ მარტივი კონფიგურაცია ცენტრალიზებული ადმინისტრატორის კონსოლით და დახმარების მისაღებად დარეკეთ ან გაგზავნეთ ელექტრონული ფოსტა 24/7-ზე

თავსებადია აპლიკაციებთან რომლითაც ეხლა სარგებლობთ

Gmail შესანიშნავად მუშაობს desktop client-ებთან, როგორებიცაა: Microsoft Outlook, Apple Mail and Mozilla Thunderbird. Outlook-ის მომხმარებლებს შეუძლიათ არამარტო იმეილების, არამედ ივენთებისა და კონტაქტების სინქრონირება, როგორც Google Workspace-დან, ასევე საპირისპირო მიმართულებით.

მარტივი მიგრაცია Outlook-იდან და სხვა მსგავსი სერვისებიდან

გადმოიტანეთ თქვენი იმეილები Outlook, Exchange ან Lotus-იდან მარტივად შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენი მნიშვნელოვანი იმეილების დაცვას.

99.9% გარანტირებული UpTime!

ენდეთ Google-ის ულტრა საიმედო სერვერს, რათა 24/7/365 ხელმისაწვდომი იყოს. იმეილების ავტომატური დარეზერვება, სპამის დეტექცია და ინდუსტრიის მოწინავე უსაფრთხოების პარამეტრები დაგეხმარებიან თქვენი მონაცემების უპირობო დაცვაში

ხშირად დასმული კითხვები

შესაძლებელია თუ არა ახლანდელი Mailbox-ის მიგრაცია Gmail-ზე?

დიახ. ჯეოსოფტი უზრუნველყოფს Microsoft Exchange, Zimbra, CPanel Webmail, Roundcube Webmail, Office 365, Outlook და სხვა მოძველებული პლატფორმებიდან მიგრაციას Google Workspace-ის Gmail-ში..

შესაძლებელია თუ არა, ერთ ელ-ფოსტაზე რამდენიმე მისამართი?

დიახ. მომხმარებელს შეუძლია რამდენიმე მისამართი ჰქონდეს. ნებისმიერი მომხმარებლისთვის 30-მდე მისამართის შექმნა შეგიძლიათ ეწ. Mail Alias, მაგ:
Firstname@Domena,
Lastname@Domena
და ა.შ. 30 მდე

რა განსხვავებაა უფასო და ფასიან Gmail-ს შორის?

Gmail-ის ფასიანი ფუნქციები მოიცავს: სპეციალურად თქვენთვის შექმნილ იმეილს (@CompanyDomain), ულიმიტო ჯგუფურ მეილ მისამართებს, 99.9% გარანტირებულ UpTime-ს, ორჯერ მეტ ადგილს პერსონალურ Gmail-თან შედარებით, 0 რეკლამა, მხარდაჭერა 24/7-ზე, Google Workspace სინქრონიზაცია Microsoft Outlook-თან და სხვა…