Compute Engine
მაღალი წარმადობის ვირტუალური მანქანები
შექმენით ულტრა-სწრაფი ვირტუალური მანქანები (VMs) Google-ის მონაცემთა ცენტრებში. მეტი სისწრაფე, მასშტაბურობა და საუკეთესო ღირებულება თანამედროვე ბიზნესებისთვის.
დაგვიკავშირდით
მოქნილი ინფრასტრუქტურა და Custom მოდელები
არ ხართ შეზღუდული სტანდარტული შაბლონებით. შეარჩიეთ პროცესორის (vCPU), მეხსიერების (RAM) ზუსტად ის კომბინაცია, რომელიც თქვენს აპლიკაციას სჭირდება და გადაიხადეთ მხოლოდ რეალურად მოხმარებულ რესურსებში.
უმაღლესი წარმადობა და გლობალური ქსელი
მიიღეთ წვდომა Google-ის პრემიუმ ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელზე, რომელიც გთავაზობთ რეკორდულად დაბალ დაყოვნებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. იდეალური გარემო სერვერებისა და მონაცემთა ბაზებისთვის საქართველოში.
მყისიერი დისკები და სარეზერვო ასლები
დააკავშირეთ უსწრაფესი SSD დისკები ზედმეტი სირთულის გარეშე. მოახდინეთ ავტომატური სარეზერვო ასლების (Backups & Snapshots) კონფიგურირება დისკის ტევადობაზე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
ავტომատური ოპტიმიზაცია და ფასი
ისიამოვნეთ ხანგრძლივი გამოყენების ფასდაკლებით (Sustained Use Discounts) და Spot ვირტუალური მანქანებით, რითაც რესურსების ხარჯს 91%-მდე შეამცირებთ. Google თავად გაძლევთ რეკომენდაციებს სერვერების უკეთ ასათვისებლად.
