Google Looker Studio ინტერფეისი
Looker Studio ლოგო

Looker Studio

აღმოაჩინეთ ახალი იდეები Google Looker Studio-სთან ერთად

Google Looker Studio (ყოფილი Google Data Studio) გარდაქმნის დაუმუშავებელ ინფორმაციას ვიზუალურად მიმზიდველ და ვრცელ რეპორტებად. სხვადასხვა მონაცემთა წყაროების (Data sources) დაკავშირებით, თქვენ იღებთ ყოვლისმომცველ სურათს თქვენი ბიზნესის წარმადობის შესახებ.

როგორც Google Workspace ეკოსისტემის ნაწილი.

გაიგეთ მეტი
მონაცემთა ვიზუალიზაცია

მონაცემთა ინტეგრაცია სხვადასხვა წყაროდან

Looker Studio უპრობლემოდ უკავშირდება მონაცემთა ფართო სპექტრს, მათ შორის: Google Analytics 4, Google Sheets, Google Ads, BigQuery და მოწინავე SQL მონაცემთა ბაზებს (MySQL, PostgreSQL). გააერთიანეთ თქვენი მონაცემები ერთიან პლატფორმაზე და მიიღეთ ფასეული შეხედულებები (Insights).

Looker Studio დეშბორდი

რეპორტინგის ავტომატიზაცია და დროის დაზოგვა

მოახდინეთ მიმდინარე ანგარიშების (Reports) შექმნისა და განაწილების ავტომატიზაცია Looker Studio-ს დაგეგმვის (Scheduling) ფუნქციების გამოყენებით. დააყენეთ ყოველდღიური ან ყოველკვირეული რეპორტები, რათა დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ავტომატურად გაეგზავნოთ მეილზე საჭირო KPIs.

გააუმჯობესეთ მონაცემთა "სთორითელინგი" (Storytelling)

გამოიყენეთ Looker Studio იმისათვის, რომ შექმნათ საფუძვლიანი პრეზენტაციები ბიზნესის ზრდის შესახებ. შეუთავსეთ ვიზუალი ტექსტსა და ანოტაციებს, რათა ახსნათ ტენდენციები და ხაზი გაუსვათ საკვანძო დასკვნებს.

შექმენით ინტერაქტიული დაფები (Dashboards)

შეიმუშავეთ მორგებული პანელები თქვენი ბიზნესის სპეციფიკური საჭიროებებისთვის Looker Studio-ს ინტუიტიური (Drag & Drop) ინტერფეისით. გამოიყენეთ სხვადასხვა დიაგრამები და გრაფიკები მეტრიკის (Metrics) ვიზუალიზაციისთვის.

ავტომატური რეპორტინგი

გამორიცხავს მონაცემების ხელით გადატანისა (Export/Import) და გრაფიკების დამუშავების საჭიროებას.

მონაცემთა ინტეგრაცია

უკავშირდება (Connectors) Google Analytics-ს, Google Ads-ს, CRM სისტემებს და უამრავ გარე წყაროს.

ხელმისაწვდომობა ონლაინ

შედით თქვენს მოხსენებებში და დაფებში პირდაპირ ბრაუზერიდან, ნებისმიერ დროს ნებისმიერ მოწყობილობაზე.

ხშირად დასმული კითხვები

Google Looker Studio (ყოფილი Google Data Studio) არის ქლაუდზე დაფუძნებული ბიზნეს ანალიტიკის (BI) ინსტრუმენტი. ის მონაცემების საფუძველზე აგებს ინტერაქტიულ, ადვილად წასაკითხ დაფებს (Dashboards) და დიაგრამებს. ეხმარება ორგანიზაციებს, მიიღონ უკეთესი გადაწყვეტილებები.
დიახ. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი ინტეგრაცია აქვს Google-ის სერვისებთან, მას შეუძლია დაუკავშირდეს Facebook Ads-ს, მოწინავე CRM სისტემებს (Salesforce, Hubspot და სხვ.), ლოკალურ SQL მონაცემთა ბაზებს და ნებისმიერ CSV ფაილს API-ს მეშვეობით.
რა თქმა უნდა! Looker Studio მუშაობს იმავე გაზიარების (Sharing) პრინციპით, როგორც Google Docs ან Sheets. თქვენ შეგიძლიათ გააზიაროთ ბმული Edit ან მხოლოდ View უფლებებით და გუნდის წევრებთან ერთად იმუშაოთ რეალურ დროში.
Looker Studio ავტომატურად აახლებს მონაცემებს (ფონურ რეჟიმში). თქვენ აღარ მოგიწევთ სტატისტიკის ხელით გადმოწერა. დაფაზე განთავსებული ინფორმაცია ყოველთვის Life-რეჟიმშია და დამატებით, შეგიძლიათ დააყენოთ ავტომატური დაგზავნა (Scheduled Email Delivery).

footer-upper-img