Google Workspace უსაფრთხო, ჭკვიანი და მოსახერხებელი კორპორატიული ელ-ფოსტა.
Google Workspace უზრუნველყოფს ინოვაციური პროდუქტიულობის უწყვეტ ინსტრუმენტებს, მათ შორის Gmail, Drive, Docs და Meet. მიეცით თქვენს გუნდს საშუალება, იმუშაონ ჭკვიანურად, დაუკავშირდნენ ერთმანეთს სირთულეების გარეშე და მიაღწიონ მაქსიმუმს დაცულ მონაცემთა გარემოში.
- 4.8 / 5.0
სერვისებს ენდობიან მსოფლიოს წამყვანი კომპანიები
#1 პროფესიონალური ელ-ფოსტა მსოფლიოში
შექმენით თქვენი კომპანიის პერსონალიზებული ელ-ფოსტა (მაგ., [email protected]), რაც აამაღლებს თქვენი ბრენდის სანდოობას და იერსახეს პროფესიულ სივრცეში.
Google Workspace-ში ჩაშენებული Gmail უზრუნველყოფს უსაფრთხო, სწრაფ და ეფექტურ მიმოწერას გრამატიკული და AI დამხმარე ინსტრუმენტებით.
- კორპორატიული ელ-ფოსტა საკუთარი დომენით
- სრული ინტეგრაცია Workspace-ის სხვა აპლიკაციებთან
- წვდომა ნებისმიერი მოწყობილობიდან 24/7
- ეფექტური კომუნიკაცია ფიშინგისგან დაცვის უმაღლესი სტანდარტებით
ძირითადი აპლიკაციები
განრიგისა და შეხვედრების ჭკვიანი მართვა
Google Calendar დაგეხმარებათ შეხვედრების დაგეგმვაში. მარტივად გააზიარეთ გრაფიკი გუნდის წევრებთან, დააყენეთ შეხსენებები და მოაწყვეთ ვიდეო ზარები მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით.
- შეხვედრებისა და ივენთების მარტივი დაგეგმვა
- დროული შეხსენებები და ინტეგრირებული მითითებები
- კალენდრის გაზიარება და გუნდის დროის მართვა
მონაცემთა უსაფრთხო ქლაუდ საცავი
Google Drive გთავაზობთ უსაფრთხო ღრუბლოვან (Cloud) საცავს თქვენი ფაილებისთვის. შეინახეთ, გააზიარეთ და ერთობლივად დაარედაქტირეთ დოკუმენტები ნებისმიერი ლოკაციიდან.
- ფაილების შენახვა და მარტივი ორგანიზება საქაღალდეებში
- უსაფრთხო გაზიარება შესაბამისი წვდომის (URL) უფლებებით
- ყველა ფაილი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დევაისიდან
- ჩაშენებული უსაფრთხოება, შიფრაცია და სარეზერვო კოპირება
შექმენით და იმუშავეთ ერთად რეალურ დროში
Google Editors აერთიანებს პოპულარულ ინსტრუმენტებს: Docs (ტექსტი), Sheets (ცხრილები) და Slides (პრეზენტაციები). ერთდროულად იმუშავეთ ერთსა და იმავე დოკუმენტზე კოლეგებთან ერთად.
- დოკუმენტების, ცხრილებისა და პრეზენტაციების მარტივი შექმნა
- კომენტარები და რედაქტირება რეალურ დროში
- ბმულით (Link) გაზიარება გუნდის წევრებისთვის
- Cloud-ზე დაფუძნებული უწყვეტი წვდომა და Auto-save
უმაღლესი ხარისხის ვიდეო კონფერენციები
გამართეთ მაღალი ხარისხის ვიდეო ზარები და ონლაინ შეხვედრები სრული უსაფრთხოებით. გააზიარეთ ეკრანი და ითანამშრომლეთ დისტანციურად ყოველგვარი ტექნიკური შეფერხების გარეშე.
- HD ვიდეო და სუფთა აუდიო ყოველგვარი ჩამოტვირთვის გარეშე
- ეკრანის გაზიარება და ინტერაქტიული დაფის გამოყენება
- კალენდართან სრული ინტეგრაცია და ლინკის გენერაცია მყისიერად
შეუფერხებელი გუნდური კომუნიკაცია
Google Chat უზრუნველყოფს სწრაფ და ეფექტურ მიმოწერას გუნდს შიგნით. ინტეგრირებულია Workspace-ის სხვა პროდუქტებთან მაქსიმალური პროდუქტიულობის მისაღწევად.
- რეალურ დროში შეტყობინებების გაცვლა
- Spaces-ის გამოყენება პროექტების ირგვლივ ჯგუფების შესაქმნელად
- ფაილების მყისიერი გაზიარება და ამოცანების გადანაწილება (Tasks)
Google Chat & Spaces-ის შესაძლებლობები
აქციეთ თქვენი ორგანიზაციის კომუნიკაცია უფრო ორგანიზებულ და სწრაფ პროცესად. ისაუბრეთ პირადად ან შექმენით პროექტის სივრცეები (Spaces).
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მოგვწერეთ შეკითხვა
