Google AppSheet
შექმენით აპლიკაციები კოდის წერის გარეშე
Google AppSheet გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას შექმნათ მძლავრი, კომპანიაზე მორგებული აპლიკაციები თუნდაც ერთი ხაზი კოდის დაწერის გარეშე. მოახდინეთ ოპერაციების ავტომატიზაცია და აამაღლეთ პროდუქტიულობა ქვენივე სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებული ინსტრუმენტებით.
როგორც Google Workspace-ის თანმდევი სერვისი.
გაიგეთ მეტიავტომატიზაცია და ეფექტურობის გაზრდა
ავტომატიზირება გაუკეთეთ რუტინულ ამოცანებს AppSheet-ით. შექმენით აპლიკაცია, რომელიც თავად დაამუშავებს მონაცემებს, გააგზავნის დასტურის მოთხოვნებს (Approvals) და შეტყობინებებს (Notifications), რათა თქვენმა გუნდმა დრო უფრო სტრატეგიულ საქმეს დაუთმოს.
დაუკავშირდით თქვენს მონაცემთა ბაზებს
Google AppSheet მარტივად უკავშირდება მონაცემთა სხვადასხვა წყაროს, მათ შორის: Google Sheets, Excel, Cloud SQL, Apigee და ა.შ. ააწყვეთ აპლიკაცია არსებულ Data-ზე დაყრდნობით და მიიღეთ გადაწყვეტილებები რეალურ დროში შესული ინფორმაციის საფუძველზე.
მობილური აპლიკაციები თანამშრომლებისთვის
აღჭურვეთ თქვენი პერსონალი მობილური აპლიკაციებით, რომელთა ჩამოტვირთვაც ნებისმიერ მოწყობილობაზეა (Android, iOS) შესაძლებელი. AppSheet-ით უზრუნველყოფთ, რომ თქვენს სამუშაო ჯგუფს ჰქონდეს წვდომა ინსტრუმენტებზე ოფისშიც და გარე ობიექტებზეც.
მონაცემების ვიზუალიზაცია და დაფები (Dashboards)
გარდაქმენით დაუმუშავებელი (Raw) მონაცემები ფასეულ ინფორმაციად სიღრმისეული ანალიტიკითა და დაფებით (Dashboards) AppSheet-ში. დააკვირდით ბიზნესის ძირითად მაჩვენებლებს (KPIs) და ტრენდებს ვიზუალურად მიმზიდველ გრაფიკებში.
No-Code დეველოპმენტი
შექმენით მობილური და ვებ აპლიკაციები პროგრამირების ენების ცოდნის გარეშე - დეველოპმენტი ყველა თანამშრომლისთვის.
პროცესების ავტომატიზაცია
გაამარტივეთ ბიზნეს პროცესები, რათა შეამციროთ ხელით შესასრულებელი სამუშაო და ადამიანური შეცდომები.
მორგებადი ინტერფეისი
შექმენით ინტერაქტიული დაფები და მარტივი მენიუები აპლიკაციის უკეთესი გამოყენებადობისთვის (UX).
