მართვა პირდაპირ Google Cloud-იდან ☁️ ზუსტი ლოკაციები 📍 Google Maps Platform-ის მართვა სრულად ხდება Google Cloud Console-ის მეშვეობით. თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ API-ების მოხმარება, დააწესოთ ბიუჯეტის ლიმიტები (Quotas & Limits), გააანალიზოთ ტრაფიკი და უზრუნველყოთ API გასაღებების (API Keys) მაქსიმალური უსაფრთხოება ერთი ფანჯრის პრინციპით. მიიღეთ Google Maps Platform-ის სრული შესაძლებლობები რამდენიმე მარტივი ნაბიჯით. Geosoft დაგეხმარებათ სწორ არქიტექტურასა და ოპტიმიზაციაში. გამოიყენეთ Google Maps-ის მძლავრი ინსტრუმენტები მარშრუტების დასაგეგმად, დისტანციების გამოსათვლელად და კურიერების ტრეკინგისთვის. დაგეგმეთ ოპტიმალური მარშრუტები A-დან B პუნქტამდე ან ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიყოლებით ტრანსპორტის სხვადასხვა ტიპისთვის (მანქანა, მოპედი, ქვეითი). ზუსტად გამოთვალეთ მანძილი და მგზავრობის სავარაუდო დრო (ETA) რეალურ დროში საცობების მონაცემების გათვალისწინებით მრავალ საწყის და საბოლოო წერტილს შორის. Google გარანტირებული სიზუსტე გადაიყვანეთ მისამართები გეო-კოორდინატებად (Lat/Lng) ზუსტი მიწოდებისთვის. გამოიყენეთ Autocomplete ფუნქცია მისამართების სწრაფი და უშეცდომო შეყვანისთვის. აკონტროლეთ თქვენი დისტრიბუციის მანქანები თუ კურიერები რეალურ დროში და გაუზიარეთ მყიდველს მიწოდების ზუსტი სტატუსი (Last-mile delivery). Google Maps Platform-ს აქვს მარტივი და გამჭვირვალე ფასწარმოქმნა (Pay-as-you-go). რეგისტრაციისას თქვენ იღებთ $200 ყოველთვიურ უფასო კრედიტს, რაც საკმარისია მცირე და საშუალო მოხმარებისთვის. "Google Maps-ის ინტეგრაციის შემდეგ, ჩვენი მიტანის სერვისის დაგვიანებები 40%-ით შემცირდა, რადგან კურიერები ოპტიმალურ მარშრუტებს იყენებენ." "Places API-ის Autocomplete ფუნქციამ ჩვენს e-commerce საიტზე მისამართის შეყვანისას დაშვებული შეცდომები ნულამდე დაიყვანა." "Google Cloud Console გვაძლევს საშუალებას დეტალურად ვაკონტროლოთ ჩვენი API ხარჯები და მოხმარება თითოეული პროექტის ჭრილში." "დისტრიბუციის ტრეკინგი Distance Matrix-ის გამოყენებით ჩვენს მომხმარებლებს ყოველთვის აწვდის ზუსტ დროს, თუ როდის მიიღებენ შეკვეთას." "Geosoft-თან თანამშრომლობით ჩვენ არა მხოლოდ დავნერგეთ Maps ლოკაციები, არამედ გავაკეთეთ მარშრუტების საუკეთესო ოპტიმიზაცია."



ინტეგრაცია Google Cloud Console-თან
0
%
0
M+
0
M+
0
+
როგორ დავიწყოთ ინტეგრაცია?
API-ები და შესაძლებლობები დისტრიბუციისთვის
Routes API / Directions
Distance Matrix API
No.1 Mapping Service
Places & Geocoding API
Fleet Routing & Tracking
გადაიხადეთ მხოლოდ რეალურ მოხმარებაში
$200 /month
თქვენ იღებთ სტანდარტულ პირობებს
ბილინგის პარამეტრები
Custom /month
პარტნიორული უპირატესობები
მოითხოვეთ შეთავაზება
რატომ ირჩევენ კომპანიები Google Maps-ს?
ხშირად დასმული კითხვები
Standard Cloud Billing
Geosoft Partner Billing

