მომსახურების პირობები
Geosoft Cloud წარმოადგენს მსოფლიო ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიების (Vendor) ავტორიზებულ პარტნიორს, რისელერსა და ინტეგრატორს. ჩვენი როლი მოიცავს კლიენტებისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებების შერჩევას, ლიცენზირებას, ანგარიშსწორების მართვას (Billing), ტექნიკურ მხარდაჭერასა და საკონსულტაციო მომსახურებას.
უშუალოდ სერვისის მიწოდებას (Service Delivery), მის სტაბილურობას, მონაცემთა უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს შესაბამისი მწარმოებელი კომპანია, მათივე ოფიციალური მომსახურების პირობების (Terms of Service / Service Agreement) შესაბამისად.
ჩვენი სერვისებით სარგებლობისას, თქვენ ეთანხმებით როგორც Geosoft Cloud-ის ზოგად პირობებს, ასევე კონკრეტული მწარმოებლის შესაბამის რეგულაციებს:
Google Workspace & Google Cloud
როგორც Google Cloud Partner, ჩვენ უფლებამოსილი ვართ მოგაწოდოთ Google Cloud-ისა და Google Workspace-ის სერვისები, დაგეხმაროთ მიგრაციაში, სისტემების გამართვასა და ოპტიმიზაციაში. თქვენი და Google-ის ურთიერთობა რეგულირდება შემდეგი დოკუმენტებით:
- Google Cloud Platform Terms of Service
- Google Workspace Terms of Service
- Google Cloud Master Agreement
Microsoft 365 & Azure
Geosoft Cloud ოპერირებს როგორც Microsoft Cloud Solution Provider (CSP). ეს სტატუსი გვაძლევს საშუალებას პირდაპირ მოგაწოდოთ Microsoft-ის ღრუბლოვანი სერვისები, ლიცენზიები (Office 365, Microsoft 365, Azure) და უზრუნველვყოთ მათი მართვა. Microsoft-ის პროდუქტების გამოყენების პირობები გაწერილია აქ:
Amazon Web Services (AWS)
როგორც AWS Partner, ჩვენ გთავაზობთ AWS-ის ინფრასტრუქტურაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, ბილინგის კონსოლიდაციასა და არქიტექტურულ მხარდაჭერას. AWS-ის სერვისებით სარგებლობა ეფუძნება მათ სტანდარტულ შეთანხმებას:
